450 წაკითხვა
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის, ივან კრულკოს განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის ერთ-ერთი მიზეზი, მათი მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნაა. ამის შესახებ რადას დეპუტატმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, პრეზიდენტ ზელენსკის ელჩის გასაწვევად მიზეზები „საკმარისად ჰქონდა“, რომელთა შორის ისიცაა, რომ უკრაინის მხარდაჭერის საკითხში მთავრობა არ მიჰყვება ხალხის პოზიციას.
„რამდენადაც მე მესმის, მიზეზი მხოლოდ ომის ვითარებაში საქართველოს თავშეკავებული პოზიცია არ იყო. არის სხვა მიზეზებიც მსგავსი ქმედებისთვის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, რომელიც არის უკრაინის მოქალაქე და რომელიც დააკავეს და დააპატიმრეს საქართველოში, ეს ერთი მომენტია.
ipn