„მე ეს გამოცდილება მაქვს – იმ „სისხლიანი 9 წლიდან“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

726 წაკითხვა

სხვადასხვა ჯურის პოლიტიკოსი არსებობს. ერთი გამოკვეთილი ჯგუფი ფოტობომბერი პოლიტიკოსები არიან. ამათი ვალუტა VIP-თან ერთად კამერაში გამოჩენაა – ამიტომ VIP-თან ახლო მანძილი უნდა შეინარჩუნონ, რომ VIP-სკენ მიტრიალებული კამერებით ისარგებლონ, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოსაწყენ ღონისძიებებზე რომ დავდიოდი როგორც “უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლი”, სადაც წყნარად უნდა ვმდგარიყავი (და მოწყენილობისგან ზეთი გადმომსვლოდა ყურებიდან) ჩემი საყვარელი გართობა (ღრუბლებით მკითხაობის გარდა, თუ გარე ღონისძიება იყო) იყო ასეთებზე დაკვირვება – ვუყურებდი როგორ “დვიჟენიობდნენ”, მიიწევდნენ VIP-სკენ, ლახავდნენ ნაკლებად წარმატებულ ფოტობომბერებს და მოიპოვებდნენ ხოლმე წმინდა ადგილს კამერასთან.

მაგრად ვერთობოდი ამ პროცესით, move-ებიც კი შესწავლილი მქონდა ყველა ადამიანი აწმყოზე და მომავალზე წარმოდგენას, თავის წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით აგებს.

მე ეს გამოცდილება მაქვს – იმ “სისხლიანი 9 წლიდან” საქართველოში 6 წელი ვიცხოვრე და ახლა, როცა ზელენსკიზე აკიდებულ ქართველ პოლიტიკოსებს ვხედავ, სულ ის mediocre მცოცავები მახსენდებიან, ხალხის მასებს რომ მიაპობდნენ იდაყვებით კამერასთან წმინდა ადგილის მოსაპოვებლად და გზად რას გადაუვლიდნენ, რას დააბიჯებდნენ – არ ანაღვლებდათ. ანუ ვისაც ეგ ნანახი აქვს, ბევრად ნათელია მისთვის ამ უბადრუკთა აწმყო, “- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Next Post

„სად ჯანდაბაში ვიქნებით ამ დროს ჩვენ და რას მოვიმოქმედებთ“ - ირაკლი ოქრუაშვილი

შაბ მარ 19 , 2022
726 წაკითხვაუკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება: პირველი, უკრაინა გაიმარჯვებს და უფრო გაძლიერდება, მეორე – რუსეთში ან პუტინის რეჟიმის ცვლილება მოხდება ან საერთოდ დაშლას დაიწყებს. „რუსეთი სულ მცირე ერთი ათეული წელი ვეღარ აღიდგენს ძალებს და დანაკარგებს. აქ ნანახი მარცხი დიდხანს გაყვება, როგორც მათ სამხედრო ელიტას, ისე მთლიანად ნაციას. სად ჯანდაბაში ვიქნებით ამ […]