„სად ჯანდაბაში ვიქნებით ამ დროს ჩვენ და რას მოვიმოქმედებთ“ – ირაკლი ოქრუაშვილი

უკრაინაში მყოფი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მიიჩნევს, რომ ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება: პირველი, უკრაინა გაიმარჯვებს და უფრო გაძლიერდება, მეორე – რუსეთში ან პუტინის რეჟიმის ცვლილება მოხდება ან საერთოდ დაშლას დაიწყებს.

„რუსეთი სულ მცირე ერთი ათეული წელი ვეღარ აღიდგენს ძალებს და დანაკარგებს. აქ ნანახი მარცხი დიდხანს გაყვება, როგორც მათ სამხედრო ელიტას, ისე მთლიანად ნაციას.

სად ჯანდაბაში ვიქნებით ამ დროს ჩვენ და რას მოვიმოქმედებთ, ესაა მთავარი, რა კითხვაც უნდა დაუსვას ყველა საღად მოაზროვნე ქართველმა საკუთარ თავს. ისევ იმის გარკვევაში რომ არ ვიყოთ მუდამ – “გადავარქვათ თუ არა მოსკოვის გამზირს სახელი ანუ გვინდა თუ არა საერთოდ სახელმწიფო”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *