„ეს არის წარმოუდგენელი ღალატი“ – ნინო ბურჯანაძე მეუფე პეტრეს განცხადებებს ეხმაურება

1,992 წაკითხვა

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე მეუფე პეტრეს განცხადებებს ეხმაურება:

ბურჯანაძის შეფასებით, მეუფე პეტრემ არამხოლოდ პატრიარქს, არამედ მთელ ქვეყანას შეურაცხყოფა მიაყენა.

„ეს არის წარმოუდგენელი ღალატი ქვეყნის, ხალხის, ერის და რწმენის, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ უკვე გადაყენებული მღვდელმთავარისგან. ეს არის შეურაცხმყოფელი მთელი ერისთვის. ღმერთი განსჯის, მაგრამ ვფიქრობ, რომ არც კაცთა განსჯა არ უნდა მოაკლდეს მას. მე მივიჩნევ, რომ დღეს არამხოლოდ საპატრიარქო არის შეურაცხყოფილი იმით, რაც მოვისმინეთ, არამედ თითოეული მორწმუნე. ამ ადამიანმა თავისი განცხადებით შეურაცხყოფა მიაყენა მთელ თაობებს, მთელ მრევლს. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თავი ეკლესიის შვილად მიაჩნია. დამოკიდებულება ხელისუფლების და საპატრიარქოს მიმართ განაპირობებს იმას, რა შედეგიც ჩვენ ახლა მივიღეთ. ყველაფერი მიდიოდა იმისაკენ, რომ დანგრეულიყო ქართული ეკლესია, დანგრეულიყო საპატრიარქო, როგორც ინსტიტუტი. შელახულიყო პატრიარქის ავტორიტეტი. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არავინ აღარ დარჩეს ვისაც პატივს სცემენ, ვისაც ავტორიტეტი აქვს,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

Next Post

„მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ“ - ირმა ინაშვილის შეფასებები

ხუთ ოქტ 31 , 2019
1,992 წაკითხვა„პატრიოტრთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში ბოკერია-სააკაშვილს და ლიბერალებს ადანაშაულებს. „სააკაშვილისა და ბოკერიების ჯგუფების მიზანი არის ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება, ამ ხალხს ხელი არ აუღია ამ გეგმაზე, ის პროცესი რაც მიდის ეკლესიის წიაღში სწორედ ფსევდო-ლიბერალებისგან არის ინსპირირებული, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ შეერთებულ შტატებშიც, ის ჯგუფები, რომლებიც ტრამპსაც უპირისპირდებიან,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა. ინაშვილის შეფასებით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, სინოდმა სწორი […]