„დაზუსტებულ ამბავს გეუბნებით, გაგიკვირდებათ და..“

651 წაკითხვა

გაგიკვირდებათ და, უკრაინის ამბებმა დადებითად იმოქმედა მმართველ გუნდზე. შიდა მტრობა მათ გვერდით გადადეს და ერთმანეთთან სრულად შეთანხმებულ განცხადებებს აკეთებენ. ოპტიმისტები ამბობენ, რომ ისინი როგორც იქნა, მიხვდნენ, რომ ახლა, ერთი არასწორი ნაბიჯიც კი შესაძლოა ხელისუფლების შეცვლით დასრულდეს და ისინი ყველაზე მეტად, ქუჩაში გამოსული ხალხის ოდენობამ დააფრთხოო. თუ აქამდე “ოცნებაში” დარწმუნებული იყვნენ, რომ ხალხი ქუჩაში არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა, ახლა მიხვდნენ, რომ არის საკთხები, რომელთა გამო, ადამიანები არ ერიდებიან პოზიციის დაფიქსირებას.

მართალია, „ოცნებას„ მაშველ რგოლად ისევ ნაციონალური მოძრაობა მოევლინა, რომელმაც უკრაინის მხარდამჭერი აქცია, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქციად გადააკეთა, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა. ამიტომაც არის, საპარლამენტო უმრავლესობის რიგითი წევრები განცხადებების გაკეთებას რომ ერიდებიან და პრესასთან მხოლოდ ლიდერები ჩანან. დაზუსტებულ ამბავს გეუბნებით – ის, რასაც ამბობს კობახიძე, წინასწარ წაკითხული აქვს ღარიბაშვილს და პირიქით. დანარჩენებს რაც შეეხებათ, კობახიძე აკონტროლებს პარლამენტის წევრებს, ღარიბაშვილი – მთავრობას და მათი სიტყვებიც წინასწარ სწორედ მათთან გახლავთ შეთანხმებული. ერთი საეჭვო ფრაზაც კი ტექსტში უმკაცრეს ცენზურას გადის…
 ალია

Next Post

„გვსურს, გამოვეხმაუროთ „მთავარი არხის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს..“

შაბ მარ 19 , 2022
651 წაკითხვაეკონომიკის სამინისტრო საგანგებო განცხადებით ეხმიანება “მთავარი არხი”-ს ეთერში გასულ ინფორმაციას, რუსული თვითმფრინავის მიერ, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით განახორციელა ფრენა მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით. მათივე შეფასებით, „გასაიდუმლოებულია და უცნობია, რატომ გადაიფრინა სამხედრო თვითმფრინავმა საქართველოს ცაზე“, „ჰქონდათ თუ არა ამისთვის „ქართული ოცნების“ ნებართვა“, […]