სუმის ქიმიურ ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა

493 წაკითხვა

„სუმიხიმპრომის“ ქიმიური მრეწველობის ქარხანაში ამიაკის გაჟონვა მოხდა, – ამის შესახებ სუმის სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ჟივიცკიმ განაცხადა.

“ყურადღება! 21.03.2022, დილის 04.30 საათზე “სუმიხიმპრომიდან” ამიაკის გაჟონვა მოხდა!”, დაწერა მან სოციალურ ქსელში.

„ამჟამად დაზიანებული ტერიტორია დაახლოებით 2,5 კმ-ია. ქარის მიმართულება და საფრთხის ქვეშ მყოფი დასახლებები: სოფელი ნოვოსელიცა. ქარხნის საავარიო ბრიგადები და საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური შესაბამის სამუშაოებს ახორციელებენ. სუმის საფრთხე ჯერ არ ემუქრება. (ქარის მიმართულება ქალაქისკენ არ არის მიმართული),“ – აცხადებს ჟივიცკი.

Next Post

კიევში, რუსულმა ძალებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს

ორშ მარ 21 , 2022
493 წაკითხვარუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევის პოდოლსკის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 1 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარ დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები კი ჯერ კიდევ გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა […]