„საქართველოს საკითხი პირდაპირ არის მიბმული უკრაინის თემაზე“ – აცხადებს პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძე:
„საქართველოს საკითხი პირდაპირ არის მიბმული უკრაინის თემაზე და დიდწილად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი, თუ როგორ განვითარდება პროცესები უკრაინაში. რაცშეეხება რუსეთის მიერ ნეიტრალიტეტის მოთხოვნას, ვინც ამ მოთხოვნას მხარს უჭერს, ის ან საერთოდ ვერ ერკვევა ნეიტრალიტეტის შინაარსში, ან უბრალოდ მოღალატეა. საქართველოსთვის ნეიტრალიტეტი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უარი ვთქვათ ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებაზე და პირისპირ დარჩეს რუსეთთან. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის შიდაპოლიტიკური მოვლენები ცხადად გვიჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება აცდენილია რეალობას, აცდენილია ქართველი ხალხის სურვილებს და პოლიტიკურ ნებას. ნეიტრალიტეტი – ეს არის დამღუპველი ქართული სახელმწიფოსათვის და ჩვენ იდეაშიც კი არ უნდა გავივლოთ, რომ რაღაცნაირად შეგვაჩვიონ ნეიტრალიტეტის თემას.