„მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ“ – ირმა ინაშვილის შეფასებები

„პატრიოტრთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებში ბოკერია-სააკაშვილს და ლიბერალებს ადანაშაულებს.

„სააკაშვილისა და ბოკერიების ჯგუფების მიზანი არის ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება, ამ ხალხს ხელი არ აუღია ამ გეგმაზე, ის პროცესი რაც მიდის ეკლესიის წიაღში სწორედ ფსევდო-ლიბერალებისგან არის ინსპირირებული, რომლებსაც მოკავშირეები ჰყავთ შეერთებულ შტატებშიც, ის ჯგუფები, რომლებიც ტრამპსაც უპირისპირდებიან,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ინაშვილის შეფასებით, მიტროპოლიტ პეტრე ცაავასთან დაკავშირებით, სინოდმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა მეუფე პეტრე ცაავას მიმართ მუქარაც გააჟღერა.

„მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მე მას ყოველთვის ვიხსენიებდი ცრუ-პეტრედ, რომელიც აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან მიმართებაში. გამოსავალზე როცა ვლაპარაკობთ, მე არ ვარ პატრიარქზე ჭკვიანი. საბედნიეროდ ბევრი წესიერი მღვდელმთავარი გვყავს და მათი გადასაწყვეტია.

სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პეტრე აღარ არის და არის მოქალაქე პეტრე, ძალიან კარგია ეს… ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ესე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი იმ აგენტებისადმი, ვინც სააკაშვილი-ბოკერიამ ჩანერგა ეკლესიაში,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *