ტაქტიკური პაუზა, თანამედროვე „მანერჰეიმის ხაზი” და სავარაუდო სატყუარა ოპერაციები – რა ხდება უკრაინაში

411 წაკითხვა

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობა შემცირდა. ფრონტზე ადგილობრივი მნიშვნელობის პოზიციური ბრძოლები მიდის და წინსვლა არც ერთი მხრიდან არ შეინიშნება. უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ამას იმით ხსნიან, რომ მოწინააღმდეგემ ოპერატიული პაუზა აიღო. სამხედრო ექსპერტის შეფასებით კი, ეს პაუზა შესაძლოა სამ დღეს გაგრძელდეს და რამდენიმე მიზეზით იყოს განპირობებული. სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ რუსული სარდლობა ამჟამად მთლიანად მარიუპოლზეა კონცენტრირებული და სხვა ფრონტებზე არ აქტიურობს. ოპერატიული პაუზის კიდევ ერთი მიზეზი კი ისაა, რომ რუსებს, სავარაუდოდ, ცოცხალი ძალის პრობლემა აქვთ და დანაკარგების შევსებას ცდილობენ. მისი თქმით, ამაზე მეტყველებს თუნდაც სახელმწიფო სათათბიროს მიერ ახალი კანონის მიღება, რომელიც რუსეთის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს ახალგაზრდები ჯარში ძალით გაიწვიოს. უკრაინული მხარე კი აცხადებს, რომ რუსებმა საბრძოლო პოზიციებზე უკვე პოლიციელებისა და სპორტსმენების გაგზავნა დაიწყო.

იმ ქალაქებშიც კი, სადაც მოწინააღმდეგემ მისი ძირითადი ძალის კონცენტრირება მოახდინა – მარიუპოლში, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში, იზიუმში, ვოლნოვახაში, ხერსონსა და მიკოლაევში – მათ ვერ შეძლეს წინ წაწევა. იქ მიდის ადგილობრივი მნიშვნელობის ტაქტიკური ბრძოლები. ყველაზე ცხელი მიმართულებითაც კი უკვე გამოჰყავთ სპორტსმენები, პოლიციელები, სასწავლო ცენტრების თანამშრომლები. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა მოძებნონ დაახლოებით მინიმუმ 10-20 ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფი, რათა მიაღწიონ გარკვეულ წარმატებას, რაც მათ გეგმებშიც კი ძალიან შეზღუდული იქნება. ბრძოლის ველზე კი არ მგონია, რომ წარმატებას მიაღწევენ“, – განაცხადა სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა. მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე კრემლი ცდილობს ბელარუსთან მიდგომის პოვნას, რათა ის ომში ჩართოს და ასევე ეძებს შესაძლებლობას „ფარული მობილიზაციისთვის“.

„ფრონტიდან ბოლო ცნობებით, ხარკოვის რაიონში, ქალაქ იზიუმთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის სამხედრო კოლონა, ხოლო სოფელ ნოვაია ვოდოლაგასთან ახლოს ჩამოაგდეს ფრთოსანი რაკეტა, – ამის შესახებ ხარკოვის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. ჩერნიგოვში ჰუმანიტარული კატასტროფაა, გათიშულია ელექტროენერგია, ცხედრები საათობით ასვენია ქუჩებში – ამის შესახებ ჩერნიგოვის მერმა ვლადისლავ არტოშენკომ “უკრაინსკაია პრავდას” განუცხადა. მისი თქმით, რუსები ქაოტურად ისვრიან, რაც ხალხის დაშინებისკენაა მიმართული. ქალაქი უკვე დატოვა მოსახლეობის ნახევარზე მეტმა და ჩერნიგოვში ძირითადად, ის ადამიანები რჩებიან, ვისაც ზრუნვა ესაჭიროება და წასასვლელი არსად აქვთ. უკრაინის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ხერსონის 300 ათასი მოქალაქე, რუსული არმიის ბლოკადის გამო, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დგას. ქალაქში საკვებისა და სამედიცინო მარაგი თითქმის ამოიწურა. უკრაინის პორტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ნიკოლაევის პორტი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა მნიშვნელოვნადაა დაზიანებული ინფრასტრუქტურა“, – განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსულმა ჯარებმა ყირიმის ნახევარკუნძულთან სახმელეთო დერეფანი დაიკავეს და უკრაინას აზოვის ზღვასთან წვდომა დაუბლოკეს. თუმცა, უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ რუსულმა ძალებმა ამის შედეგად შეტევის პოტენციალი დაკარგეს. უჟგოროდში უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვის ოფიცრებმა რუსული 25-კაციანი დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფი დააკავეს, რომელსაც რუსეთის ფედერაციის „ეფესბეს“ აგენტი ხელმძღვანელობდა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს. მათი ცნობით, დივერსიული ჯგუფი ვოლოდიმირ ზელენსკი მკვლელობის გარდა, კიევსა და უკრაინის სხვა რეგიონებში დივერსიული აქტების განხორციელებას გეგმავდა. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით ოკუპანტებს, საბრძოლო მასალისა და საკვების მხოლოდ სამდღიანი მარაგი აქვთ. რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტებს ლისიჩანსკსა და კრამატორსკში“.

Next Post

„დაუკეტეთ საზღვარი და ვინც არიან გაყარეთ“ - თამარ ჩერგოლეიშვილი

ხუთ მარ 24 , 2022
411 წაკითხვათამარ ჩერგოლეიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოდან რუსეთის ყველა ის მოქალაქე უნდა გაყარონ და არ შემოუშვან, ვინც პუტინის წინააღმდეგ ღიად არ გამოხატავს საკუთარ პოზიციას, ხოლო უნდა შემოუშვან მხოლოდ ისინი, ვინც პუტინის წინააღმდეგია. „მე მინდა რომ ყველა ქართველი (ანუ საქართველოს მოქალაქე) რუსების განადგურების სურვილით იწვოდეს იქამდე, სანამ რუსეთი საფრთხეა. სხვანაირად, სუვერენიტეტს ვერ შევინარჩუნებთ! ამიტომ უნდა ვუშვებდეთ მხოლოდ ანტიპუტინისტ რუსებს! ქართველებმა უნდა ვიცოდეთ, […]

შესაძლოა მოგეწონოთ