„ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგმა უკვე იმკურნალა“

ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ საკუთარი სკანდალური განცხადების შესახებ განმარტება გააკეთა. პეტრე ცაავას განცხადებით, მას ჰყავს არაერთი მოწმე, რომელიც მის ბრალდებას დაადასტურებს. ყოფილი მღვდელმთავრის თქმით, მას მოწმეების სინოდის სხდომაზე წარდგენა სურდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

„მე ვითხოვდი, რომ ხვალ 12 საათზე გაგრძელებულიყო სინოდის სხდომა და მოეცათ ჩემთვის უფლება, რომ სჯულის კანონის თანახმად, დამემტკიცებინა ჩემი ბრალდება.

მე ჟურნალისტურად არ ვაპირებ ამას. მე ვითხოვდი სინოდის სხდომაზე დამტკიცებას, ადამიანები მოვიდოდნენ, რომლებიც დაადასტურებდნენ ჩემს ბრალდებას, მე ამის ყველანაირი რესურსი გამაჩნდა, ახლაც გამაჩნია. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არიან მსხვერპლი ამ მდგომარეობის, საუბედუროდ რომელთა რიცხვი არ არის ცოტა. ზოგი ფსიქიატრთან დადის სამკურნალოდ, ზოგი ფსიქოლოგთან, ზოგმა უკვე იმკურნალა და ა.შ. თვით ფსიქოლოგებიც კი მერე მოძღვართან მიდიან სამკურნალოდ, ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი აქვთ მიღებული,“– განაცხადა პეტრე ცაავამ.

ყოფილი მღვდელმთავარის თქმით, მას მონასტერში წასვლისკენ მოუწოდეს, რასაც არ დაემორჩილა.

„სულის გადარჩენა მართალთა ხვედრია, მე მერჩივნა დავსჯილიყავი სიმართლისათვის, ვიდრე ტყუილით გავმართლებულიყავი. ვაპირებ ცხოვრების გაგრძელებას, როგორც მართალი კაცი, ღვთის, ერის და ეკლესიის წინაშე,“- განაცხადა პეტრემ.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ, სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი “მამათმავლობის ცოდვაში” დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან.

წყარო: – rustavi2.ge

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *