„ყველაფერი რთული და საშიში წინაა: ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მდგომარეობის სერიოზული დამძიმებით!“ – დემურ გიორხელიძე

578 წაკითხვა
დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:
“Crazy plot twist”
(“მოვლენათა გიჟური შემობრუნება.”)
ასე შეაფასა დღევანდელობა ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა.
მაგრამ იგი მარტო არ არის!
სიგიჟის ზღვამდე ჯერ საკმაო მანძილია დარჩენილი!
ყველაფერი რთული და საშიში წინაა:
ეკონომიკური, სამხედრო და პოლიტიკური მდგომარეობის
სერიოზული დამძიმებით!
ჩვენ გვმართებს არა შიში და მით უფრო პანიკა,
არამედ იმ გონიერების მობილიზაცია, რაც,
როგორც წესი, ყოველთვის ხდება გლობალური კრიზისების პირობებში, რომ არ მიგიყვანოს კატასტროფამდე.
თუმცა, როგორც წესი, ქართველები ამ საერთო კანონზომიერებას არასდროს ემორჩიელებოდნენ
და არც ახლა ემორჩილებიან, –
არასდროს! საკუთარი ისტორიის მანძილზე!
შედეგად (შორიდან რომ არ წამოვიდე), –
უკანასკნელ 100 წელიწადში საქართველომ საკუთარი
ტერიტორიის 55% დაკარგა!
რატომ?!
ამაზე არ დაფიქრებულა და არ უცდია საღად გაეცა პასუხი
საქართველოს მოქალაქეთა 99,999%-ს (დათვალეთ თავად
რამდენი ადამიანი გამოდის! მათ შორის ისტორიკოსებს!)
რატომ?!

Next Post

რუსებმა მარიუპოლში პუტინის პარტიის ოფისი გახსნეს

პარ მარ 25 , 2022
578 წაკითხვამარიუპოლში მდებარე სავაჭრო ცენტრ „მეტროში” ოკუპანტებმა რუსეთის მმართველი პარტიის შტაბი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში დარჩენილ მარიუპოლელებს შტაბში ურიგებენ პარტიულ გაზეთებს, ეწევიან რუსულ პროპაგანდას და ასევე, აძლევენ მობილური ოპერატორის „ფენიქსი” სიმბარათებს, რომელიც 2014 წლიდან დონეცკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოპერირებს. ოკუპანტები შტაბს „ჰუმანიტარულს” უწოდებენ.