პუტინის ქალიშვილი ჰოლანდიელ ქმარს შორდება

623 წაკითხვა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უფროსი შვილი, 36 წლის მარია ვორონცოვა ქმარს, ჰოლანდიელ ბიზნესმენ ჟორიტ ფაასენს შორდება. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშორების მიზეზი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გახდა.

როგორც გამოცემა წერს, ვორონცოვა და მისი მეუღლე სანქტ-პეტერბურგის მახლობლად მდიდარი უცხოელებისთვის სამედიცინო ცენტრის გახსნას გეგმავდნენ, მაგრამ შეზღუდვების გამო მათი გეგმები განუხორციელებელი დარჩა.

„გეგმა იყო ევროპიდან პაციენტების და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მდიდარი შეიხების მოზიდვა. ახლა კი, უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, რა ევროპელები და შეიხები მოვლენ?”,- აღნიშნა რუსმა ჟურნალისტმა, სერგეი კანევმა.

ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მარია ვორონცოვა ბავშვებში იშვიათი გენეტიკური დაავადებების ექსპერტია, ასევე არის რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ენდოკრინოლოგიის ეროვნული სამედიცინო კვლევითი ცენტრის წამყვანი მკვლევარი.

პრაიმტაიმი

Next Post

„დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია“ - ნიკა გვარამია

კვი მარ 27 , 2022
623 წაკითხვანიკა გვარამიას პოსტი ფეისბუქში: დიდი ბოდიში ახლა, მაგრამ უკვე ნამეტანია. ცოტა “დახოცილებში შეგვეხიდეთ, თქვენიც მოკვდეს ერთი ორი” მოწოდებაა. თან, არავის ეს არ აწყობს, რუსეთის გარდა. ასე რომ, ყველაფერი, რაც უკრაინულადაა ნათქვამი, არც სწორია და არც სამართლიანი. მესმის მდგომარეობის მთელი ტრაგიზმი, მესმის საქართველოს ხელისუფლების სრული სამარცხვინოობა, მაგრამ ამ მოწოდებას ვერ ამართლებს ვერც ერთი და ვერც მეორე, და ვერც მათი ჯამი. […]