რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან

694 წაკითხვა

28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება და ის ნებაყოფლობითი ხდება. შეზღუდვა დახურულ სივრცეში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში უცვლელი რჩება.

ხვალიდან საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ადამიანთა რაოდენობრივი შეზღუდვა უქმდება, ეს ცვლილება ასევე ეხება სპორტულ, სახელოვნებო, თუ სხვა სახის ღონისძიებებს, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებს.

ხვალიდანვე, ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფი თანამშრომლები დაუბრუნდებიან სამუშაო ადგილებს.

ამასთან, 28 მარტიდან უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში ბრუნდებიან PCR – ტესტის გარეშე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, ქვეყანა ნელ-ნელა უახლოვდება პანდემიის დასასრულს

Next Post

ბაიდენის განცხადება და კრემლის პასუხი

კვი მარ 27 , 2022
694 წაკითხვაამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შემდეგ, არ შეიძლება, რომ ვლადიმერ პუტინი დარჩეს ხელისუფლებაში. ამ საკითხზე ჯო ბაიდენმა 26 მარტს, ვარშავაში ყოფნისას განაცხადა. „დიქტატორი, რომელიც ცდილობს, აღადგინოს იმპერია, ვერასდროს წაშლის ხალხის სიყვარულს თავისუფლებისადმი, სისასტიკე არასდროს შეამცირებს მათ ნებას, იყვნენ თავისუფალნი. რუსეთი ვერასდროს მიაღწევს გამარჯვებას უკრაინაში. თავისუფალმა ხალხმა უარი თქვა სიბნელესა და უიმედობაში ცხოვრებაზე. ჩვენ სხვანაირი მომავალი გვექნება, უფრო ნათელი […]