უკვე პირდაპირ, მაღალი თანამდებობის პირი მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას, საკუთარ ტერიტორიაზე, სამხედრო შეტევა დაიწყოს

539 წაკითხვა

,,შემაშფოთებელია ის განცხადებები, რაც დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებისგან ისმის საქართველოს მიმართებაში. “ ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, საქართველოს საომარ მოქმედებებში ჩართვის შესახებ.

როგორც ფოჩხუა წერს, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო 2008 წელს და რაღაც არ მახსენდება ვინმეს ჩვენს გამო ომი დაეწყოს. ამ მოწოდებას კი ჩვენი მხრიდან საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს!

,,შემაშფოთებელია ის განცხადებები, რაც დიდი ხანია უკრაინის ხელისუფლებისგან ისმის საქართველოს მიმართებაში. ფაქტობრივად, მათი სურვილია ქვეყანა ჩაერთოს რუსეთთან საომარ კონფლიქტში. ჯერ იყო და მოხალისეების გაგზავნის, სანქციების დაწესების, ელჩის გაწვევის პროვოკაციული განცხადებები, რაშიც აქაური “ომის პარტია” ეხმარებოდა. ხელისუფლება ამ ყველაფერს სრული სიმშვიდით და პრაგმატული გადაწყვეტილებით პასუხობდა. არ გაჭრა უკრაინის ხელისუფლების მცდელობამ, როგორმე ჩაეთრიათ ქვეყანა ომში. უკვე გახსნილად და პირდაპირ, მაღალი თანამდებობის პირი მოუწოდებს ჩვენს ხელისუფლებას და ხალხს, საკუთარ ტერიტორიაზე, სამხედრო შეტევა დაიწყოს. საქართველომ საკმარისად იომა, დიდი მსხვერპლი გაიღო 2008 წელს და რაღაც არ მახსენდება ვინმეს ჩვენს გამო ომი დაეწყოს.

ამ მოწოდებას კი ჩვენი მხრიდან საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს!” წერს ფოჩხუა Facebook-ზე.

Next Post

„პირდაპირ ვამბობ: უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!“ - ბონდო მძინარაშვილი

კვი მარ 27 , 2022
539 წაკითხვა„დანილოვის ამ განცხადების შემდეგ პირდაპირ ვამბობ: უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას აუცილებლად დაეხმარება. მძინარაშვილის განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება ერთი თვის მანძილზე ცდილობს საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას, რომ შეცდომა დაუშვას და გაღიზიანებული რუსეთის […]