„პირდაპირ ვამბობ: უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!“ – ბონდო მძინარაშვილი

1,393 წაკითხვა

„დანილოვის ამ განცხადების შემდეგ პირდაპირ ვამბობ: უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!“ – ასე ეხმაურება ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის ალექსეი დანილოვის განცხადებას, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, ეს უკრაინას აუცილებლად დაეხმარება.

მძინარაშვილის განმარტებით, უკრაინის ხელისუფლება ერთი თვის მანძილზე ცდილობს საქართველოს ხელისუფლების პროვოცირებას, რომ შეცდომა დაუშვას და გაღიზიანებული რუსეთის საქართველოზე თავდასხმა გამოიწვიოს.

„ბუნებრივია, ყველა მიხვდით, რა სურთ ამ გარეწრებს!
ღმერთმა უშველოს უკრაინელ ხალხს, მაგრამ უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება როგორ არის საქართველოს მეგობარი?!

ვინმემ გამაგებინეთ, ეს რა ხალხია, ვინ არიან საერთოდ?!

ძალიან უნდათ, რომ რუსეთმა უკრაინისკენ მიმართული ძალის ნაწილი ჩვენთან დახარჯოს, და საერთოდ არ ენაღვლებათ, აქ რამდენი ქალაქი დაიბომბება, რამდენი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპება, რამდენი ბავშვის სიცოცხლე შეწყდება!
გეკითხებით: ვინ არიან ეს გარეწრები?!

დიახ, უკრაინის ხელისუფლებაზე ვამბობ და აქ ახლა არავინ მითხრას, – ომში არიან და ჭკუა არ მოეკითხებათო!
თავისი სამყოფი ჭკუა კი აქვთ, თორემ იქ, სადაც უკრაინელებთან ერთად ქართველებიც იბრძვიან და იღუპებიან, ესენი რატომ არ ჩანან?!
ესენი რატომ არიან ბუნკერში?!

ვინ არის ეს დანილოვი – გენიოსი და აზრის გიგანტია, რომ მის გარეშე სტრატეგიული დაგეგმვა ვერ ხერხდება?!

რატომ არ იბრძვის თავისი სამშობლოდან რუსი ოკუპანტების გასაყრელად?!
აჰა, გასაგებია: დანილოვს რომ რამე მოუვიდეს, მერე ვინ გააკონტროლებს დონბასის აღსადგენად გამოყოფილი ასტრონომიული თანხების ხარჯვას?!

აქამდეც ამიტომ უტევდნენ საქართველოს ხელისუფლებას – მეორე ფრონტის გახსნა უნდოდათ ჩვენთან!
ერთი თვის განმავლობაში ცდილობდნენ ჩვენი ხელისუფლების პროვოცირებას, რომ შეცდომა დაეშვა და გაღიზიანებული რუსეთის საქართველოზე თავდასხმა გამოეწვიათ!

ამაში უკრაინაში მყოფი თუ აქ დისლოცირებული მანქურთებიც თავგამოდებით ეხმარებოდნენ!
არაფერი გამოუვიდათ და უკვე ღიად მოითხოვენ!
ოღონდ, ამჯერად რუსეთმა კი არ უნდა გაგვიხსნას, თურმე ჩვენ უნდა გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი!
ჰოდა, დანილოვის ამ განცხადების შემდეგ პირდაპირ ვამბობ:
უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებაში საქართველოს მტრები არიან!- წერს ბონდო მძინარაშვილი.

ცნობისათვის,  უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ თუ დნესტრისპირეთი და საქართველო, თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა უკრაინის განადგურებისა და ბავშვებისა მკვლელობისა.

Next Post

„ჩვენი ქალაქები, სოფლები განადგურდეს, ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ?“ - ნიკოლოზ სამხარაძე დანილოვის განცხადებაზე

კვი მარ 27 , 2022
1,393 წაკითხვა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას Twitter-ზე ეხმიანება. „იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს) უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? ეს მართალია?“, – წერს […]