„ჩვენი ქალაქები, სოფლები განადგურდეს, ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ?“ – ნიკოლოზ სამხარაძე დანილოვის განცხადებაზე

711 წაკითხვა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას Twitter-ზე ეხმიანება.

„იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს) უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? ეს მართალია?“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აზიარებს დანილოვის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: „დამატებითი ფრონტების გახსნა მთიან ყარაბაღში, კურილსში, კალინინგრადში, დნესტრისპირეთში, ოკუპირებულ საქართველოში დიდად დაგვეხმარება. რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“.

Next Post

საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 10-მდე პირი დააკავა

კვი მარ 27 , 2022
711 წაკითხვადღეს თბილისში მოქალაქეებმა საწვავის გაძვირება გააპროტესტეს. გმირთა მოედანთან შესასვლელ ერთ-ერთ ესტაკადაზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ცდილობდნენ ავტომობილების მძღოლებისთვის გზა ჩაეკეტათ, რის საშუალებასაც პოლიცია არ აძლევდა. საბოლოოდ სამართალდამცველებმა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოახერხეს და მოძრაობა აღდგა. მოქალაქეებმა, რომლებიც საწვავზე ფასებს აპროტესტებენ, მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყეს, რის შემდეგაც პარლამენტთან შეჩერდნენ, შემდეგ კი, გმირთა მოედანზე გადაინაცვლეს, […]

შესაძლოა მოგეწონოთ