„ამ სახიფათო თამაშში ერთად ხომ არ მოქმედებთ ბიჭებო?“ – ლევან ნიკოლეიშვილი

„კიდევ ერთხელ სიფრთხილე და გონიერება გვმართებს ყველას“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

„ ვიდეო ვრცელდება სადაც დონბასის თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხედრო ჩინი გვიყვება, რომ ფორმაზე ქართული გვარი აწერია, ამ ფორმის პატრონი საქართველოდან ჩამოვიდა და მოკლეს. • რის საფუძველზე ამტკიცებს რომ მაინცდამაინც საქართველოდან ჩავიდა ამ ფორმის პატრონი? • ქართული გვარის მქონეები უკრაინაშიც ცხოვრობენ და რუსეთშიც; . საერთოდ ცოცხალი თუ მკვდარი ფორმის პატრონი? აქ უფრო საინტერესოა, რომ: • როგორც ჩანს იმ სახიფათო თამაშის წამოწყებას აპირებენ, რომ საქართველო ოფიციალურად, სამხედრო ძალით ეხმარება უკრაინას;  ჩვენი შიდა მტრები ხან შესავარდნ ფანჯარას ხედავენ და ხან პირდაპირ ომის მოწოდებასაც არ ერიდებიან; • დღეს კი საერთოდ უკრაინის უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა დანილოვმა მეორე ფრონტის გახსნისკენ მოგვიწოდა. ამ, სახიფათო თამაშში ერთად ხომ არ მოქმედებთ ბიჭებო? ნებსით თუ უნებლიეთ აქ უკვე აღარ იარსებებს. ხან რას შემოაგდებთ და ხან რას, ოღონდ იქნება და ომში ჩაგვითრიოთ? კიდევ ერთხელ სიფრთხილე და გონიერება გვმართებს ყველას!“- წერს ნიკოლეიშვილი.

 

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *