უკრაინის დაზვერვა: ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის „კორეულ“ სცენარს განიხილავს

790 წაკითხვა

უკრაინის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის „კორეულ“ სცენარს განიხილავს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

როგორც  უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი, გენერალი კირილ ბუდანოვი ამბობს, შესაძლებელია, პუტინი შეეცადოს უკრაინაში ოკუპირებული ტერიტორიების ერთ კვაზი-სახელმწიფოდ გაერთიანებას.

„კიევთან განცდილი მარცხისა და უკრაინის ხელისუფლების გადაყენების გეგმის ჩაშლის შემდეგ, პუტინი ცვლის მთავარ ოპერატიულ მიმართულებას – ეს სამხრეთი და აღმოსავლეთი იქნება. ეს იძლევა ვარაუდის შესაძლებლობას, რომ განიხილავს „კორეულ სცენარს“ უკრაინისთვის. ანუ ის შეეცდება თავს მოახვიოს უკრაინას დაშორიშორების ხაზი ოკუპირებულ და არაოკუპირებულ ტერიტორიებს შორის. ეს ფაქტობრივად იქნება მცდელობა, უკრაინაში შეიქმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა. მთელი უკრაინის გადაყლაპვას ის ნამდვილად ვერ შეძლებს“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, რუსეთისთვის დღემდე აქტუალური რჩება სახმელეთო დერეფნის გაჭრა ყირიმის ნახევარკუნძულისკენ, თუმცა ამ მიზნის მიღწევაში მას ხელს უშლის დაუმორჩილებელი მარიუპოლი.

პრაიმტაიმი

Next Post

თბილისში გაზგასამართი სადგური აფეთქდა

კვი მარ 27 , 2022
790 წაკითხვათბილისში გაზგასამართი სადგური აფეთქდა  – ამის შესახებ ინფორმაციას ტვპირველი ავრცელებს. აფეთქების შესახებ ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.