„სავსებით გასაგები იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას დადებდა“

თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, საკუთარ გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ორწლინახევრის წინ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების შესახებ.
გასაგები იყო,რომ ამ გადაწყვეტილების მოტივაციაში დიდი იყო საქმის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟისა და პოლიტიკური დევნის აჩრდილის შიში, რომლის კულტივირებასაც აქტიურად ცდილობდნენ ნაც-მოძრაობა და მისი ლობისტები და რის შესახებაც მაშინვე ვწერდი.
სავსებით გასაგები იყო, რომ სტრასბურგის სასამართლო საქმის არსებითი განხილვის შემდეგ სწორედ ასეთ გადაწყვეტილებას დადებდა,
დარწმუნებული ვარ, რომ იმ ერთმა მოსამართლემ, რომელმაც საწინააღმდეგო აზრი დააფიქსირა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ სწორედ მან მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შეჩერების გადაწყვეტილება.
საინტერესოა, ვინ აუნაზღაურებს კანონიერ მეპატრონეებს მათთვის კანონიერად დაბრუნებული ქონების ორი წლისა და 6 თვის განმავლობაში განკარგვის უფლების ჩამორთმევის გამო მიყენებულ ზარალს.
სტრასბურგმა ვაზაგაშვილის და 2008 წელს დაზარალებულ მოქალაქეთა საქმეებში სახელმწიფო დამნაშავედ სცნო და ამ ნაძირლების მიერ ჩადენილი მკვლელობების და მხეცობების ფული ჩვენ უნდა დავფაროთ ჩვენი ბიუჯეტიდან, რაც ყველაზე დიდ უსამართლობად მიმაჩნია.
რაც შეეხება რუსთავი 2-ს და იქ თავმოყრილ ადამიანებს-ასევე იმათ, ვინც ამ ინფორმაციული შხამების ფაბრიკას თავისუფალი სიტყვის მებაირახტრედ მიიჩნევდა, ნამდვილად არ მაქვს მათი ამ გონებრივი და სულიერი ბანგისგან გამოფხილების იმედი.
ამიტომ სჯობს გვარამიას ჩაციებულ შამპანურებს მიაწვნენ.
ასე მათი მდგომარეობა უფრო ბუნებრივი იქნება“ – წერს მანჯავიძე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

“რუსთავი2”-ის ახალი დირექტორი განცხადებას ავრცელებს

ხუთ ივლ 18 , 2019
წაკითხვა: 72 “რუსთავი2”-ის ახალი დირექტორი, პაატა სალია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ: “სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად. ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ […]