„კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს“ – სოზარ სუბარი

612 წაკითხვა

კეზერაშვილი მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ქართველი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს – ოდესმე იმ თანხების დაბრუნებაც მოუწევს, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს “ქოლცენტრების” მეშვეობით, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსების ნაცვლად”, უკეთესი იქნება კეზერაშვილმა ის თანხა გადაიხადოს, რომელიც ქართულ ჯარს მოპარა.

“დავით კეზერაშვილი საქართველოს სასამართლოს მიერ არაერთხელ იყო ცნობილი დამნაშავედ, მათ შორის, გასულ წელს და ახლა თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 მილიონ ევროზე მეტის გადახდა დაეკისრა. მას ამ თანხის გადახდა მოუწევს. ეს არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარში სამარცხვინო სახელი ეწოდებოდა, ნახევარქათამას უწოდებდნენ და მართლა ნახევარქათამასავით ყლაპავდა ჯარისთვის და ქართველი ჯარისკაცებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტს. ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმიანობის დაფინანსების ნაცვლად უკეთესი იქნება ის თანხა გადაიხადოს, რომელიც ქართულ ჯარს მოპარა. ალბათ, მას ოდესმე იმ თანხების დაბრუნება მოუწევს და პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც ევროპელ პენსიონერებს პარავს ე.წ. ქოლცენტრების მეშვეობით. იმ “ქოლცენტრების”, რომელსაც ვითომ ჩვენ ვმართავთ, როგორც მის მიერ დაფინანსებული ქართული ტელევიზიები ხელისუფლების წარმომადგენლებს სრულიად დაუსაბუთებლად აბრალებენ,”- განაცხადა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ექვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე წარედგინათ ბრალი.

ipn

Next Post

„ქართველ ვაიჟურნალისტებს!“ - ვალერი კვარაცხელია

სამ მარ 29 , 2022
612 წაკითხვაჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას პოსტი უკრაინაში, რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით: „ქართველ ვაიჟურნალისტებს! კი ბატონო, მესმის, რომ ვინც გიხდით, ის გავალებთ ასე ილაპარაკოთ, მაგრამ რას აღწევს ამით თქვენი პროპაგანდა? რუსი სამხედროები, ამ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, სადაც შევიდნენ, ყველგან მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენო, რომ აცხადებთ, რატომ? სხვა ამოცანა არა აქვთ? უკრაინელი სამხედროები არ ებრძვიან რუსებს? რუსები ყველგან მარცხს […]

შესაძლოა მოგეწონოთ