ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას პოსტი უკრაინაში, რუსეთის მიერ დაწყებულ საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით:
„ქართველ ვაიჟურნალისტებს!
კი ბატონო, მესმის, რომ ვინც გიხდით, ის გავალებთ ასე ილაპარაკოთ, მაგრამ რას აღწევს ამით თქვენი პროპაგანდა?
რუსი სამხედროები, ამ ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, სადაც შევიდნენ, ყველგან მშვიდობიან მოსახლეობას და სამოქალაქო ობიექტებს ბომბავენო, რომ აცხადებთ, რატომ? სხვა ამოცანა არა აქვთ? უკრაინელი სამხედროები არ ებრძვიან რუსებს?
რუსები ყველგან მარცხს განიცდიანო, გაიძახით და გამოდის, რომ უკრაინელები გააფთრებულ (თუ გნებავთ, გმირულ) წინააღმდეგობას უწევენ მათ. ასეთ ვითარებაში ეს რუსები ისე როგორ გაგიჟდნენ, რომ მოწინააღმდეგე არმიისთვის ვერ იცლიან და მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას და საცხოვრებელ კორპუსებს უშენენ არამხოლოდ ტყვიებს და ყუმბარებს, არამედ ჰიპერბგერით კინჯალებსაც?
ვინმე დაიჯერებს ტყუილს, რომელიც ოდნავ მაინც არ ჰგავს სიმართლეს? ვთქვათ, დაგიჯერათ კიდეც საზოგადოების ბოლომდე გამოთაყვანებულმა და ზომბირებულმა ნაწილმა, საბოლოოდ რა შედეგს ელოდებით აქედან? ცოტა ხანში რუსეთი გაათავისუფლებს უკრაინას დასავლური ფაშიზმისგან, რუსები და უკრაინელები ჩაეხუტებიან ერთმანეთს, მერე მოგიბრუნდებიან თქვენ და ერთად გეტყვიან, – შეგვირცხვენია თქვენი ჟურნალისტიკაც და თქვენი ადამიანობაცო. სულ ცოტა ხანში იქნება ეს ამბავი და, მაინტერესებს, მათ კი არა, საკუთარ თავს რას ეტყვით და რას უპასუხებთ ასეთ შემთხვევაში?! თქვენდამი სიბრალულით“- წერს ვალერი კვარაცხელია.