ფიზიკური შეხლა-შემოხლა სინოდის სხდომაზე – მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი

2,279 წაკითხვა

სინოდის სხდომაზე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო — ამის შესახებ განცხადება მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) გააკეთა. მისი თქმით, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, მას შემდეგ, რაც მის განყენებას მღვდელმთავრებმა მხარი დაუჭირეს, პატრიარქს დაუპირისპირდა.

«როდესაც ეს განჩინება სინოდიდან მხარდაჭერილ იქნა, მან დაინახა რომ ცუდადაა საქმე, ისტერიკაში ჩავარდა, მივარდა პატრიარქს და დაუწყო თითების ქნევა და რაღაც უაზრობების ყვირილი … რომ მივარდა პატრიარქს, მღვდელმთავრები წინ ჩაუდგნენ,» — განაცხადა მეუფე სტეფანემ.

რაც შეეხება ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე სტეფანეს განცხადებით, მეუფე იაკობმა ბოდიში მოიხადა სინოდის წინაშე და მღვდელმთავრებისგან სიტყვიერი გაფრთხილება მიიღო.

Next Post

პატიმრები საჯარო სამსახურებში დასაქმდებიან!- თეა წულუკიანის ახალი ინიციატივა

ხუთ ოქტ 31 , 2019
2,279 წაკითხვავიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით, დოკუმენტების  დიგიტალიზაციის პროცესში მსჯავრდებულები ჩაერთვებიან.  პროექტი მიმდინარე წლის  1  ნოემბერს, გლდანის N8 პენიტენციურ დაწესებულებაში დაიწყება და ეს არის საჯარო  სამსახურში პატიმრების დასაქმების პირველი პრეცედენტი. პროექტში მონაწილე  მსჯავრდებულებს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი პირადად შეხვდა.  მისი თქმით,  მსჯავრდებულთა დასაქმება მათი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისთვის   უმნიშვნელოვანესია. „იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტი არის პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებულთა  რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაზე ზრუნვა.   მოგეხსენებათ, გლდანის  საპყრობილეში  უკვე […]