აშშ ირანს ახალ სანქციებს უწესებს

864 წაკითხვა

ამერიკის შეეთებულმა შტატებმა ირანს ახალი ახალი სანქციების დაუწესა, ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ სანქციები სამშენებლო სექტორსა და იმ ოთხ მასალას შეეხება, რომელსაც ირანი სამხედრო ან ატომურ პროგრამებში იყენებს.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს განმარტებით, სანქციები წესდება ნედლეულის, ნახევრად მზა მეტალების, გრაფიტის, ნახშირის და პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვაზე, თუკი ისინი ირანის სამშენებლო სექტორში იქნება გამოიყენება.

გარდა ამისა, პომპეომ დაასახელა ოთხი „სტრატეგიული მასალა“, რომლებიც ბირთვულ, სამხედრო ან ბალისტიკურ სარაკეტო პროგრამებთან დაკავშირებით გამოიყენება და განმარტა, რომ სანქციებს დაექვემდებარება აღნიშნული მასალებით ვაჭრობაც.

პომპეო სანქციების დაწესებას იმით ხსნის, რომ მისი თქმით, ირანის სამშენებლო სექტორს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი აკონტროლებს, რომელსაც ვაშინგტონი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებს.

იპნ

Next Post

„ეკლესიაში ციხის შიგნიდან გატყდომის მცდელობაც ისევ იქნება“ - ნუკრი ქანთარია

პარ ნოე 1 , 2019
864 წაკითხვა„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ყოველთის გამოირჩეოდა სახელმწიფოებრივი ნაბიჯებით და სიმტკიცით“ – აცხადებს საპატრიარქოს და სინოდის სკანდალური სხდომის ირგვლივ განვითარებული პროცესების შეფასებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია. „კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლოკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი […]

შესაძლოა მოგეწონოთ