„უკრაინის უმადურ მთავრობას კი იმდენი დახმარება შეუვიდა ჩემი სამშობლოდან..“ – დარეჯან მეფარიშვილი

875 წაკითხვა

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

კვერცხისა და ფრინველის ხორცზე ფასები 10%-ით გაიზარდა.
პარალელურად იზრდება სხვა პროდუქტებზე ფასები.
პური მგონი მხოლოდ მარილისა და საფუარისგან მზადდება, გუშინ 450 გრამიანი პური ვიყიდე, ჰაერივით იყო, 450 გრამი კი არა, 100 გრამი გამოვიდოდა საერთო ჯამში.
ხომ ვერ მეტყვის ამხანაგი პრემიერი ვის გაუზარდა ხელფასი?
სად, რომელ სექტორში ავყვავდით!
და კიდევ ერთი, საქართველოს რესურსი რომ ჰქონია, უკრაინის ომმა გვანახა.
ხალხს მშვიდობა და გადარჩენა! უკრაინის უმადურ მთავრობას კი იმდენი დახმარება შეუვიდა ჩემი სამშობლოდან, ჩვენს მდგომარეობაში მყოფ არცერთ სახელმწიფოს რომ არ გაუგზავნია!
უკაცრავად, მაგრამ 4 დღის წინ აღებული ხელფასი, დღეს უკვე რომ აღარ მაქვს (დარჩენილი 60 ლარით თვის ბოლომდე თავს მხოლოდ პრემიერი და მისი კაბინეტი გაატანს, მხოლოდ მათ იციან “მიგამქარდული”), სააღდგომოდ კი ფასები იზრდება და იზრდება, ომს რატომ უნდა დავაბრალო, ან მსოფლიოში ფასების ზრდას, მაშინ, როცა 5 წელის მარაგი ქვეყნიდან გავიდა?
პ.ს. ისე, გუშინ სია (არასრული) მომცეს, რომელ უწყებაში ვისი დები, ძმები, ცოლები, საყვარლები, სიდედრები, სიდედრების ყოფილი ქმრები და საყვარლები, დედამთილების ქმარ-საყვარლები, ბიძაშვილის მამიდაშვილის მეზობლის საყვარელი, ქმარი ან ცოლი როგორ ჰყავთ “დასაქმებული”, სამინისტროებში, უნივერსიტეტებში, სიპებსა და ა.შ. და რომ მათი მთავარი “ფუნქცია” ყოველი თვის ბოლოს 20-დან 25-მდე პერიოდში, დარიცხული თანხის დასტურად ბანკიდან მიღებული სმს-ის წაკითხვაა. და ხომ არ გგონიათ რომ ჩემსავით, ვირივით რომ ვმუშაობ, კაპიკებს უხდიან.
ერი ქუჩაში მაინც არ გამოვა და არც მე ვარ ის ტიპი, სხვების გადასარჩენად თავი დავიწვა, ამიტომ ხშირ-ხშირად წავიკითხავ სიას

Next Post

„სხვის ომში გენერლებო“ არ შეწუხდეთ აქ კომენტარებისთვის - არსად არ წავსულვარ…მალე..“ - სოსო გოგაშვილი

ხუთ მარ 31 , 2022
875 წაკითხვასუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: გილოცავთ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთ „წარმატებას“! ხომ ხედავთ, თუ ვერ ხედავთ? რაც გინდა გააკეთეთ, გინდა ნეიტრალიტეტი მოითხოვეთ, გინდა უბლოკო სტატუსი, ისევ ირბინეთ ღიად, იძრომიალეთ ჩუმად(ლუბიანკის სარდაფებში), იმპერია მაინც თავისას გააკეთებს, სანამ იარსებებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მეხუთე კოლონა ვარსკვლავებს სწყვეტს ყველა პოლიტიკურ, თუ არაპოლიტიკურ სეგმენტში. სამწუხაროდ შემდეგი კიდევ ერთი […]