693 წაკითხვა
სუსი-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
გილოცავთ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის კიდევ ერთ „წარმატებას“!
ხომ ხედავთ, თუ ვერ ხედავთ?
რაც გინდა გააკეთეთ, გინდა ნეიტრალიტეტი მოითხოვეთ, გინდა უბლოკო სტატუსი, ისევ ირბინეთ ღიად, იძრომიალეთ ჩუმად(ლუბიანკის სარდაფებში), იმპერია მაინც თავისას გააკეთებს, სანამ იარსებებს.
მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში მეხუთე კოლონა ვარსკვლავებს სწყვეტს ყველა პოლიტიკურ, თუ არაპოლიტიკურ სეგმენტში.
სამწუხაროდ შემდეგი კიდევ ერთი საქართველოს გულის ნაწილი- აფხაზეთი იქნება.
დანარჩენი კიდევ წინ გველოდება.
თქვენ გააგრძელეთ ასე…
მაგრამ გარწმუნებთ, თუ ახლა გაგივიდათ, მომავალი თაობა ამგვარ ქმედებას არ გვაპატიებს და მართალიც იქნება!
პ.ს. „სხვის ომში გენერლებო“ არ შეწუხდეთ აქ კომენტარებისთვის.
პ. პ. ს. პოზიციონირებას ვერიდები არსებული და მიმდინარე ურთულესი სიტუაციის გამო, თორემ არსად არ წავსულვარ…მალე..