„ყველაზე საშინელი ეტაპი უკრაინაში იწყება, არც არავის აწყობს ამ სასაკლაოს გაჩერება!“ – დემურ გიორხელიძე

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

ყველაზე საშინელი ეტაპი უკრაინაში საომარი
მოქმედებებისა იწყება!.. არავინაა
მისი გამჩერებელი, – არც არავის აწყობს ამ სასაკლაოს
გაჩერება!
პოლონოთი-ბელორუსიისა და პოლონეთი-უკრაინის
საზღვართან დიდი სამხედრო შენაერთების თავმოყრა
გრძელდება – უბრალოდ, ეს ორი დღეა უფრო ინტენსიური
გახადა! ნაწილები ამერიკულია!
მიზანი?!
ვერ გეტყვით, – თუ რაიმე ნაბიჯი ნატოს ეგიდით გადაიდგა,
გასაგები იქნება! მაგრამ თუ არა, – მაშინ უფრო საშიშ
რამესთან გვექნება საქმე.
ქართველი პროვოკატორები ჯერ-ჯერობით წარმატებით
აგრძელებენ საქმიანობას: მთელი ამ რუსოფობიისა და პოლიტიკური კრეტინიზმის მიზანმიმართული შედეგი
გაახმიანა ბიბილოვმა!
ეს ნაგავი ისეთივე რუსოფობია (მცირე გონებააბნეულ და
მოტყუებულ ახალგაზრდებს თუ არ ჩავთვლით), როგორც მზე დასავლეთიდან ამოდის! მალე ამის შესახებ აფხაზებიც გააკეთებენ განცხადებას!
აი, ესაა ორიენტაციების ფულად ქცევის შედეგი –
შემთხვევითი ხალხი პოლიტიკაში და უდიდესი კრიზისის დროს სრული უპასუხისმგებლობა!.. ამ პროვოკატორებს კიდევ თუ მიეცათ საშუალება – მიზანსაც მიაღწევენ!
ეს მიზანი კი უკვე არაერთხელ გავახმიანე: წირვას გამოუყვანენ ქართულ სახელმწიფოს და აქ იმათ ვიხილავთ, ვისაც თითქოსდა ებრძვიან…
  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *