გიორგი ლაღიძის პოსტი ფეისბუქში:
საქართველოს ირგვლივ უკიდურესად სახიფათო ვითარებაა, კრემლი სამხრეთ ოსეთის სრული ანექსიისათვის ემზადება და ამისათვის სეპარატისტულ რესპუბლიკაში მარიონეტებს ჯერ რეფერენდუმს ჩაატარებინებს, შემდეგ ამ რეფერენდუმის საფუძველზე მიიღებს თავის შემადგენლობაში, ჩვენი ხელისუფლება კი ნაცვლად იმისა რომ განგაშის ზარებს რეკდეს, უკიდურესად ართულებს ვითარებას ჩვენს სტრატეგიულ და ევროპელ პარტნიორებთან. იმდენი ივაჟკაცეს, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია, მოკლედ ჩვენი ქვეყნის ირგვლივ რკალი უფრო და უფრო ვიწროვდება, და ადვილი წარმოსადგენია რა მოუვა მოკავშირეების გარეშე პრორუსული ხელისუფლების იმედზე დარჩენილ საქართველოს, მეგობრებო ესენი სრულ კაპიტულაციას გამოაცხადებენ ისე ჩააბარებენ დარჩენილ საქართველოს, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის ჩვენ გამოვფხიზლდეთ არ მივცეთ ამ მანქურთებს ქვეყნის ჩაბარების საშუალება ამას არც დედა ღვთისმშობელი და არც მომავალი თაობები არ გვაპატიებენ.