„რუსეთმა, შეიძლება, ქიმიური იარაღი გამოიყენოს, რუს ჯარისკაცებს მოწამვლის საწინააღმდეგო პრეპარატი აღმოუჩინეს” – მამუკა მამულაშვილი

591 წაკითხვა

ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი უკრაინაში, მამუკა მამულაშვილი, „ტვ პირველთან“ ამბობს:

„ჯერჯერობით, ის შეთანხმება, რაც რუსეთმა წამოიწყო, ძალიან საეჭვოდ გამოიყურება, ჩემი ვარაუდით, გადაჯგუფება ხდება და შეიძლება ქიმიური იარაღი გამოიყენოს რუსეთმა, ამაზე უკვე იყო ლაპარაკი… რუს ჯარისკაცებს აღმოუჩინეს პრეპარატი, რომელიც გამოიყენება გაზით მოწამვლის შემდეგ, არ დავასახელებ რა გაზით და აქედან გამომდინარე, უკვე არის იმის ეჭვი, რომ რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს ქიმიური იარაღი, ის, რაც გამოიყენა სირიაში.

რამოდენიმე ადგილზეა ახლა ბრძოლის კერა, აღმოსავლეთში მთლიანად მიმდინარეობს მოქმედებები, რამდენიმე წერტილში ბევრად უფრო ძლიერი შეტაკებებია, კიევის გარშემო შესუსტდა, მაგრამ სავარაუდოდ გადაჯგუფებას ახდენს რუსეთი და არა გაყვანას. რუსეთი ცდილობს მოიკრიბოს ძალები, შეამატოს დაქირავებული მებრძოლები და ახალი ძალებით დაიწყოს შეტევა. ყველაზე ცხელ წერტილად რჩება მარიუპოლი და ხარკოვის მიმართულებაც ცხელია.

ჩვენი მეგობრები იმყოფებიან ამწუთას მარიუპოლში, რამოდენიმე მათგანი დაჭრილია, ჯერჯერობით ალყაში არიან. კონტაქტი გვაქვს, რამოდენიმე დღეში ერთხელ – საკმაოდ მძიმე სიტუაცია, პერმანენტული დაბომბვები მოდის, ამიტომ, ყველაზე ცხელ წერტილად ისევ რჩება მარიუპოლი.“

Next Post

ლილუაშვილმა მთავარ არხს, ფორმულას და ლევან ხაბეიშვილს სასამართლოში უჩივლა

პარ აპრ 1 , 2022
591 წაკითხვასაქალაქო სასამართლო „მთავარი არხის“, „ფორმულასა“ და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ გრიგოლ ლილუაშვილის სარჩელის განხილვას იწყებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციას, “ქოლცენტრების მფარველობის” შესახებ ცილისწამებად აფასებს. „მთავარი არხის“ იურისტის შეფასებით, ტელეკომპანიების წინააღმდეგ დაწყებული საქმე კიდევ ერთი დასტურია, რომ მედიაზე ზეწოლა გრძელდება. „სუს-ს ზოგადად აქვს წამოწყებული კამპანია კრიტიკული არხების წინააღმდეგ, ჩვენს წინააღმდეგ მაგალითად, არაერთი საჩივარია, მათ შორის საინტერესოა, რომ […]