უკრაინის ელჩის პასუხი მიხეილ სააკაშვილს (არქივი)

1,549 წაკითხვა

არქივიდან: 2021 წელს, უკრაინის ელჩის პასუხი მიხეილ სააკაშვილის ბრალდებაზე:

„სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით“- ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადა.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მიწევს იმ პირთა მიერ გაკეთებული განცხადებებზე კომენტარის გაკეთება, რომელნიც პირდაპირ არ არიან ჩართულნი საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებში. სამწუხაროდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები არ გვეხმარება ჩვენს ქვეყნებს შორის ნდობაზე დაფუძნებული ატმოსფეროს შენებასა და ორმხრივი ურთიერთობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების კუთხით.

ბუნებრივია, როგორც კონკრეტულ პირს, მას აქვს გამოხატვის უფლება. თუმცა ახლა, როდესაც პარლამენტსა და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული სიტუაცია მეტ-ნაკლებად დარეგულირდა და ფოკუსირება სხვა, მეტად მნიშვნელოვან საკითებზე ხდება, ვინაიდან სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო და უკრაინა კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ იბრძვიან, ასეთი მოწოდებები დაუმორჩილებლობასთან და კანონსაწინააღმდეგო მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებით, ნამდვილად არ დაგვეხმარება. ეს არ დაეხმარება ქართველ ხალხს, მათ ერთიანობას და საქართველო-უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებს.

შესაბამისად, ვიმედოვნებ, რომ ერთი კონკრეტული პირის, უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ერთი კონკრეტული აზრი ვერ დააზიანებს ჩვენს მეგობრობას და ჩვენი ხალხების სურვილს უფრო მეტად დაახლოებასთან დაკავშირებით.

ჩვენ გვჭირდება ძლიერი და ერთიანი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და მისწრაფება, ვიყოთ ძლიერნი და საიმედონი ერთმანეთისთვის“- თქვა იგორ დოლგოვმა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა კორუმპირებული უწოდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოდან ელჩი ოფიციალურად, 2 დღის წინ გაიწვია.

Next Post

„ზედმეტია, თავი მოვიტყუოთ, რომ როცა ქვეყანა ელჩს იწვევს, იმასთან შეიძლება ურთიერთობა აღდგეს“ - გია ვოლსკი

პარ აპრ 1 , 2022
1,549 წაკითხვაზედმეტია, აქ ახლა ვილაპარაკოთ იმაზე და თავი მოვიტყუოთ, რომ, როცა ქვეყანა ელჩს იწვევს მეორე ქვეყნიდან, იმასთან შეიძლება ურთიერთობა აღდგეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინელი ხალხის გვერდზე არ ვდგავართ , – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეიცვლება. “ჩვენ საგანგებოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დოკუმენტები […]