„წავიდა და დაგვიტოვა ტკივილი, ჩვენთვის ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მის სიკვდილამდე იყო“

807 წაკითხვა

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა:

“ჩვენს ოჯახში ერთი დიდი ნათურა ენთო, რომელიც უამრავ სინათლეს, სითბოსა და სიკეთეს აფრქვევდა. გუშინ ეს ნათურა ჩაქრა. სამედიცინო მანიპულაციის დროს დააძინეს და ვეღარ გააღვიძეს. სამუდამოდ შეწყდა მისი გულისცემა და სამუდამოდ თან წაიღო ჩვენი სიყვარული.
როცა სამი თვის მოიყვანეს, ხელისგულზე ეტეოდა. ხუთი წელი გვჩუქნიდა მხოლოდ სიკეთეს და სიყვარულს. არაფერი არ უნდა ჩვენგან სანაცვლოდ. მძიმე სტრესიდან გამოიყვანა ბავშვები, სიცოცხლე და ბედნიერება შენოიტანა ჩვენს ოჯახში და ყველა მის ირგვლივ შეგვკრიბა, ჩვენი ემოციური გრავიტაციის ცენტრი გახდა.
ახლა კი წავიდა და დაგვიტოვა ტკივილი, უზარმაზარი სევდა და მარადიული მონატრება. ძალიან გვიჭირს ყველას ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, განსაკუთრებით, ბავშვებს. მხოლოდ დღეს შევძელი ამის დაწერა.
ბევრი ვერ გაიგებს ამას ყველაფერს. მესმის. მაგრამ ჩვენთვის ცხოვრება აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც მის სიკვდილამდე იყო.
ჩვენი ედგარი აღარ არის. ჩემი გოჭიანე დავკარგე. ჩემი ყველაზე ერთგული მეგობარი.”

Next Post

„ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის “რეფერენდუმი” უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია ჰგონია“ - მიხეილ სააკაშვილი

შაბ აპრ 2 , 2022
807 წაკითხვამიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ლუგანსკში ხალხი ავტობუსებით მასობრივად შეჰყავთ და რუსეთთან შეერთებაზე “რეფერენდუმის” ჩატარებას გეგმავენ. ეს იმათ გასაგონად, ვისაც ცხინვალის “რეფერენდუმი” უბრალოდ მუქარა და პროვოკაცია ჰგონია და ვისაც მთელი ეს დრო ეგონა, რომ რუსეთი თავის გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით შეცვლიდა, თუ რა ჩაიწერებოდა პარლამენტის რეზოლუციაში. ახლა, საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე მეტად სჭირდება მეგობრები, ის პრაქტიკულად “ცივი ომის” მდგომარეობაშია უკრაინასთან, გამქრალია […]

შესაძლოა მოგეწონოთ