„როცა გსურს ყველა მოახრჩო, უნდა იცოდე, რომ ამაზე არ დაგთანხმდებიან!“ – დემურ გიორხელიძე

601 წაკითხვა

დემურ გიორხელიძის პოსტი ფეისბუქში:

ვერაფრით ვუძებნი ახსნას, –
რაღაც ინფორმაცია მაკლია!
აშშ-ში არაერთი სუპერ-ეკონომისტი და სუპერ-ფინანსისტია, ბრწყინვალე ანალიტიკოსები ჰყავთ.
არ მჯერა, რომ ამ დონის პროფესიონალებს რაიმე
შეშლოდათ!
რაც ხდება, ან პოლიტიკოსების სიბეცისა და ამპარტავნების
ყეყეჩური შედეგია, ან მიზანმიმართული, ღრმად
გათვლილი პოლიტიკა!
ჯერ-ჯერობით, სრულად ვერ ვახდენ იდენტიფიცირებას
და
აი, რატომ:
(ა) ნუთუ, ამერიკელები ვერ ხვდებოდნენ იმას, რომ
რუსეთის სავალურო რეზერვების, რომლებიც მინდობილი
იყო დასავლურ ბანკებზე, დაბლოკვით სისტემას მიადგა
არაკომპენსირებადი ზარალი?! სისტემის საიმედობა აღმოჩნდა ნულოვანი: გამოდის, რომ ასე შეიძლება ნებისმიერი სახელმწიფოს აქტივები ”ამოიღო” და საკუთარი შეხედულებით გამოიყენო…
სხვა სახელმწიფოები ამ საშინელ ფაქტს ასე არ გაატარებენ და ფინანსური სისტემის გადაწყობისკენ მიიმართებიან. პირველი დიდი შედეგი სახეზეა:
რუსეთის წინააღმდეგ საინქციებს არავინ უჭერს მხარს,
გარდა ე.წ. “კოლექტიური დასავლეთისა” – სულ 30 ქვეყნამდე (მე ფაქტებზე ვსაუბრებ და არა იმაზე, თუ რა ცუდია ან კარგია რუსეთი. ეს თემა არ არის პროფესიული განხილვის თემა):
(ბ) აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, აგრეთვე, დასავლეთ ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს იმ სისტემას, რომელიც აგებული იყო (ასე ეგონა ყველას!) კანონის უზენაესობასა და საკუთრების ხელშეუხებლობაზე!
როგორი ცუდებიც უნდა იყვნენ კერძო მფლობელები, სასამართლოს გარეშე მათი კერძო საკუთრების შეზღუდვა და, რასაც ჩვენში ასი წლის წინათ “ექსპროპრიაცია” ერქვა,
კერძო პირების – რიგითი დამიანების საბანკო ანგარიშებისადმი წვდომის ბლოკირება, სტუდენტებისა და უცხოეთში მომუშავე თანამშრომლების შეურაცხყოფა ეროვნული ნიშნით, მიუთითებს, რომ ეს ის დასავლეთი არ არის, რამაც მას ძლიერება მოუტანა თავის დროზე!
ეს ქცევა წმინდა წყლის ბოლშევიზმია და ეს ამ სამყაროს აშკარად რადიკალური მარქსიზმის პოზიციებზე გადაიყვანს: ამის მოსურნე დღეს აშშ-ში საკმაოდ ბევრია!
ეს ანგრევს ნდობას იმ სამყაროსადმი, რომელაც ნდობა მოპოვებული ჰქონდა სწორედ არატოტალიტარული ქცევისა და ცხოვრების წესის გზით!
(გ) ამ მოვლენების შემდეგ “დასავლური სამყაროსადმი” ნდობა უაღრესად დაეცემა, – უკვე დიდი დაცემის გზაზეა.
რა იქნება?!
მარტივი ლოგიკიდან გამოვალ:
“როცა გსურს ყველა მოახრჩო (კალიგულას კომპლექსი),
უნდა იცოდე, რომ ყველა სხვას სხვა მიზნები აქვს და
ამაზე არ დაგთანხმდებიან!
კალიგულა – დასავლური ფენომენია, კალიგულას კომპლექსი კი დაუძლეველი აღმოჩნდა!

Next Post

„ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს სინამდვილეში რაც ხდება“ - გოგა ხაინდრავა

შაბ აპრ 2 , 2022
601 წაკითხვაგოგა ხაინდრავა უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველომ, მისმა ყველა მოქალაქემ იმ მეგობრობისადმი თავისი ერთგულება დაამტკიცა, რომელიც უკრაინელებს და ქართველებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა. „ვფიქრობ, მსოფლიოს ასეთი განსაცდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ალბათ, დღეს კიდევ უფრო დიდია, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული დაპირისპირების საფრთხე არ ყოფილა და დღეს ეს საფრთხე რეალურია. დასავლეთსა და რუსეთს შორის […]