გოგა ხაინდრავა უკრაინაში მიმდინარე ომს გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველომ, მისმა ყველა მოქალაქემ იმ მეგობრობისადმი თავისი ერთგულება დაამტკიცა, რომელიც უკრაინელებს და ქართველებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბდა.
„ვფიქრობ, მსოფლიოს ასეთი განსაცდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჰქონია. ალბათ, დღეს კიდევ უფრო დიდია, რადგან მეორე მსოფლიო ომის დროს ბირთვული დაპირისპირების საფრთხე არ ყოფილა და დღეს ეს საფრთხე რეალურია. დასავლეთსა და რუსეთს შორის ასეთი მწვავე დაპირისპირება, როგორიც დღესაა, ძნელი წარმოსადგენი იყო, მაგრამ არ რეალობის წინაშე ვართ.
ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, სიმართლე ვიცოდეთ იმაზე, თუ რა ხდება მსოფლიოში. მესამე მსოფლიო ომი სამი მიმართულებითაა დაწყებული: ესაა ცხელი ომი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზეა, არის ეკონომიკური ომი, რომელმაც ძალიან დიდი მასშტაბები მიიღო და მესამეა საინფორმაციო ომი. ასეთ ვითარებაში ყველზე მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება. თუ დავაკვირდებით იმ ტოტალურ სიცრუეს, რომლის მომსწრენიც ვართ, განსაკუთრებით, მედიების მხრიდან, ეს ყველა ჩვენგანის წინაშე ბევრ სირთულეს ქმნის. თუ გავითვალისწინებთ იმ ტოტალურ საინფორმაციო შეტევას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართულებით ხორციელდება, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ კარგად იცოდეს, სინამდვილეში რა ხდება“.