„უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით – გამარჯვების შემდეგ განვიხილავთ ყველა უთანხმოებას, მაგრამ არა დღეს“ – ალექსეი გონჩარენკო

1,036 წაკითხვა

ელჩის გაწვევა ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ იმის ჩვენება, რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონით და ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციით, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს.

„ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და პირველ რიგში მას შეუძლია ამაზე კომენტარის გაკეთება. მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ ჩვენ უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლების პოზიციით. საქართველოს მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციებს და ეს ძალიან უცნაურია. საქართველოც იტანჯება რუსეთის ფედერაციისგან. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ვერ ვხვდებით, რატომ არ სურს საქართველოს ხელისუფლებას სანქციებთან შეერთება. პირიქით, რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვეს კიდეც.

ასე რომ, ალბათ, ეს არის უკრაინის პრეზიდენტის მიერ იმის ჩვენება, რომ ჩვენ ძალიან უკმაყოფილო ვართ ამ მომენტისთვის ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების დონით და ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების პოზიციით“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.

ამასთან, მან 2008 წლის აგვისტოს ომი და უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის გადაწყვეტილებაც გაიხსენა, საქართველოს მხარდასაჭერად თბილისში ჩამოსულიყო. გონჩარენკოს თქმით, „გამარჯვების შემდეგ განიხილავენ ყველა უთანხმოებას და პოლიტიკურ დღის წესრიგს, მაგრამ არა დღეს“.

ipn

Next Post

„თუ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის კარგი საქმე გააკეთოს, გამოუშვას მიშა“ - ბუბა კიკაბიძე

შაბ აპრ 2 , 2022
1,036 წაკითხვათუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. როგორც ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. „უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, […]