„თუ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის კარგი საქმე გააკეთოს, გამოუშვას მიშა“ – ბუბა კიკაბიძე

თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ რუსთავის ციხეში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბუბა კიკაბიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

„უკრაინაზე ვილაპარაკეთ. ჩვენი პარლამენტი ელოდება მოიგებს თუ არა პუტინი კიევში. თუ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა, რომ საქართველოსთვის ერთი კარგი საქმე მაინც გააკეთოს, გამოუშვას მიშა, იმიტომ რომ უპატრონობაა“,- აღნიშნავს ბუბა კიკაბიძე.

იპნ

  • -

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის დაწყებისას აღნიშნა, დღეს კანონპროექტში დეპუტატებს, მესამე მოსმენის ფარგლებში, მხოლოდ რედაქციული ხასიათის შენიშვნების შეტანის შესაძლებლობა…

    „კასპერსკის ლაბორატორია“: 2023 წელს ყველაზე მეტად თავს დაესხნენ ინდუსტრიას, ფინანსებსა და  IT

    2023 წელს, რუსეთსა და დსთ-ში, ორგანიზაციები ინდუსტრიის (რეგიონში ინციდენტების მთლიანი რაოდენობის 20%), ფინანსების (17%) და IT (8%) სფეროებში ყველაზე მეტი კიბერშეტევების წინაშე აღმოჩნდნენ. ეს არის ყოველწლიური ანალიტიკური ანგარიშის მონაცემები, რომელიც…