“რუსთავი2”-ის ახალი დირექტორი განცხადებას ავრცელებს

699 Views

“რუსთავი2”-ის ახალი დირექტორი, პაატა სალია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „მედიაპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:

“სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე დავინიშნე მე. ეს აქტი დარეგისტრირებულია ოფიციალურად.

ჩვენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი.

როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება. მე დღესვე ვაპირებ კომპანიაში მისვლას და ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება.” – აცხადებს პაატა სალია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Next Post

„ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს“

ხუთ ივლ 18 , 2019
699 Views„რუსთავი2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ქრთამია აღებული საქართველოდან გაგზავნილ ლადო ჭანტურიას მეშვეობით. „თავიდანვე აღცნიშნავ, რომ „რუსთავი-2“ კი არა სი- ენ- ენ-ი და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილა მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია. რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა […]

mediapress.ge@gmail.com