„დღეს მელაპარაკებით უკრაინის უბედურებაზე? – მიშა დადუმდი!“ – თამარ მოლაშვილი

811 წაკითხვა
ჟურნალისტი, თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
გული ისედაც ბეწვზე მკიდია.
მიშა სააკაშვილის დროა….
იმ კოჩარელი ბიჭის სურათს ვეძებდი, რომელიც კინდღთან იმ ტანკის ქვეშ ხელყუმბარით შევარდა, რომელიც ქართველების პოზიციებს დაუნდობლად ანადგურებდა. ვერ ვიპოვე.
ვნახე ყუთები, რომელიც სავსეა ეროვნული გვარდიის შენობის კედლიდან ჩამოხსნილი გადასაყრელად გამზადებული გმირების სურათებით. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ამ ყუთში დევს ავთო იოსელიანის (უმცროსი) ფოტოც, რომელიც ფანჯრიდან ოთახში შეგდებულ ხელყუმბარას გადაეფარა. თავად დაიღუპა. თანამებრძოლები გადაარჩინა
გადასაყრელად გამზადებული ფოტოების საქმე დღემდე არავის გამოუძიებია.
არც აინტერესებთ.
მიშა დადუმდი!
დაღუპილია ერი, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია!
თქვენ დღეს მელაპარაკებით უკრაინის უბედურებაზე?
თქვენ ცრემლიან თვალებზე?
ფარისევლობაა, ან პირადი ინტერესი!!!
ადამიანი, რომელიც საკუთარ გმირს პატივს არ სცემს, ის ვერც სხვისას გაითავისებს.
ამიტომაც არ მჯერა თქვენი.
გაიგეთ?
ეხლა გინდა პუტინისტი დამიძახეთ, გინდა მერკელზე შეყვარებული მეძახეთ და გინდაც ებრაელ ხალხზე გადარეული
ისრაელში ჩემი მეგობარი სტუმრად იმყოფებოდა. საღამოს ვახშმად ბარში გავიდნენ.
სამი ახალგაზრდა შევიდა.
მთელი ბარი ფეხზე წამოდგა. გაკვირვებულმა.
ჩემმა მეგობარმა ფეხზე წამოდგომის მიზეზი იკითხა.
-ომიდან დაბრუნებული ბიჭები შემოვიდნენ.
იყო პასუხი.
წავედი დავიძინე.
გული ისედაც ბეწვზე მკიდია.

Next Post

„ბრავო მიშა სააკაშვილს, (2008 წლის) ბრძოლას ახლა იგებს“ - თაკო ჩარკვიანი

ორშ აპრ 4 , 2022
811 წაკითხვაპარლამენტის წევრი, თაკო ჩარკვიანი: „ვუყურებ ახლა ჯოჯოხეთურ კადრებს, უკრაინელი ხალხის გენოციდს , რუსულ ფაშიზმს და პირველი თავში რაც მომივიდა აი ეს ფრაზაა: დიდ პატივს გცემთ პრეზიდენტო, დიახ, დიდ პატივს ვცემ მიშა სააკაშვილს – საქართველოს მესამე პრეზიდენტს , ეს რა ჯოჯოხეთი გადაიტანა ჩვენმა ქვეყანამ და რა ჭკვიანურად იმოქმედა და რას ააცილა ქვეყანა, ახლა ხომ ყველა ხედავს მთელი მსოფლიო ხედავს და […]