წყალტუბოს აღორძინების გეგმა საფრთხეშია – რას ვერ იყიდის ივანიშვილი?

2,202 წაკითხვა

შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი წყალტუბოში მდებარე ყველა სასტუმროსა და აბანოს შესყიდვას? “ფორმულას” ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ცალკეული კერძო მესაკუთრეები ქონების გასხვისებას არ აპირებენ.

ივანიშვილის ოპონენტები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ყოფილი პრემიერი სახელმწიფო ბალანსზე არსებულ შენობებს სიმბოლურ ფასად მიიღებს. ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს კი წყალტუბოში მდებარე სასტუმროებისა და აბანობის ღირებულება ჯერ არ დაუდგენია.

“ფორმულას” ინფორმაციით, რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილი, რომელიც წყალტუბოში 2 აბანოს ფლობს, ობიექტების გაყიდვას არ აპირებს. მისი კომპანიის “ბალნოსერვისის” საკუთრებაშია ყველაზე დიდი, #6 ე.წ. სტალინის აბანო.

წყალტუბოში ქონების გაყიდვას არც სხვა კერძო ინვესტორები გეგმავენ. კიდევ 2 აბანოსა და 1 სანატორიუმის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ობიექტების ბიძინა ივანიშვილისთვის მიყიდვას არც ისინი აპირებენ. დავით მესხის განცხადებით, მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, თუმცა, მოგებიანი ბიზნესის გაყიდვის სურვილი არ აქვთ. სანატორიუმის მესაკუთრე რუსეთსა და საქართველოში მოღვაწე მილიონერი ბიზნესმენი ბადრი კაკაბაძეა. ის ახლაც რუსეთში იმყოფება. კომპანიის ფინანსური დირექტორი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ წყალტუბოში არ ჩასულა და არც მოლაპარაკებები დაუწყია. დავით მესხი ამბობს, რომ კაკაბაძემ წყალტუბოში უკვე 10 მილიონამდე ინვესტიცია ჩადო.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ივანიშვილს წყალტუბოში სახელმწიფო ქონებას 1 ლარად გადაეცემა. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მოგებიანი პროექტების სიმბოლურ ფასად გადაცემა სახელმწიფო ბიუჯეტს აზარალებს.

ოპოზიციის მსგავსად, ბიძინა ივანიშვილის დაპირებების არ სჯერათ ექსპერტებსაც. ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ივნიშვილი აბასთუმნის მსგავსად, წყალტუბოშიც სახელმწიფო ქონებას სიმბოლურ ფასად გადაიფორმებს.

ფორმულა

Next Post

„პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“ - პეტრე ცაავა

ორშ ნოე 4 , 2019
2,202 წაკითხვა„მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“ – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით. მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის. „უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის… მთელი ცხოვრება […]

შესაძლოა მოგეწონოთ