„თურმე შესაძლებელია, ბუჩაში დატრიალებული სასაკლაოს თანამზრახველიც გახდე“ – ნანა ჯანელიძე

810 წაკითხვა

ნანა ჯანელიძე, რომელიც ახლა უკრაინელი პოეტი ქალის, ლესია უკრაინკაზე გადაღებული ფილმის ფოსთფროდაქშენით არის დაკავებული, უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეულ ემოციებს, სოციალურ ქსელში ამგვარად გამოხატავს. 

ნანა ჯანელიძე: ყოველი დღე უფრო და უფრო საზარელი ხდება. თითქოს სახცოვრებლად აპოკალიფსის ფურცლებზე აღმოვჩნდით. მარიოპოლზე უარესი თუ რამე იქნებოდა, ვერ წარმოვიდგენდი და აი, ბუჩა… ბუჩას კადრების შემყურე გრძნობ, რომ საკუთარი გული სადღაც ცალკეა, ვეღარც ფეთქავს, მძიმე და გაყინულია… მაგრამ თურმე შესაძლებელია, ბუჩაში დატრიალებული სასაკლაოს თანამზრახველიც გახდე იმიტომ, რომ თუ ბუჩას მოვლენებს არ აღიქვამ, როგორც საკუთარ სიკვდილს, გოდებას, სისხლს და განადგურებას, მაშინ იმ მოვლენების პოტენციური ჩამდენი ხდები.

ყოველი ადამიანი თუ სახელმწიფო, ვინც თვალს ხუჭავს, ან მხოლოდ სანქციებს აწესებს, ან ეხმარება, ან მკაცრად არ რეაგირებს ამ სისხლიან დანაშაულზე, თითოეულ ბუჩელი ბავშვის თავზე დატრიალებული ძალადობის და სისაზარლის თანამონაწილე ხდება…

ჩვენს თვალწინ ბნელეთიდან გამოძვრა ურჩხული და ყველას შეთრევას ლამობს იქ.

Next Post

„ინტელექტუალური ელიტა ერთ უბადრუკ, ფულსდახარბებულ და ამორალურ ჯგუფად იქცა!“ - დემურ გიორხელიძე

სამ აპრ 5 , 2022
810 წაკითხვადემურ გიორხელიძის პოსტი ფესიბუქში: SOS! ყველა სახელმწიფოში ხალხი ამბობს და ფიქრობს იმისდა მიხედვით (და იქიდან გამომდინარე!), თუ რას ეუბნებიან მას და რას აჩვენებენ და აყურებინებენ! როცა ინტელექტუალური ელიტა თახსირდება და კონიუნქტურისა და იდეოლოგიის სამსახურში დგება პირადი კეთილდღეობის მიღწევის მიზნით, იგი წყვეტს თავისი ფუნქციის აღსრულებას და ხდება ხალხში მცდარი წარმოდგენების გავრცელების ხელშემწყობი. სწორედ ეს მოხდა ბოლო 30 წლის განმავლობაში! ქართველ […]

შესაძლოა მოგეწონოთ