„პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“ – პეტრე ცაავა

2,155 წაკითხვა

„მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს“ – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით.

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის.

„უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის…

მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატაროთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა, შეინანეთ ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი,“ – აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

ipn.ge

Next Post

„გაუგია ვინმეს მისი პროტესტი, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ?“ - ოთხმეზური პეტრე ცაავაზე

ორშ ნოე 4 , 2019
2,155 წაკითხვა„პეტრე არის ნაციონალი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, სააკაშვილის სურათი ეკიდა, სააკაშვილის და განსაკუთრებით ახალაიების მეხოტბე იყო მთელი თავისი ცხოვრება. გაუგია ვინმეს მისი პროტესტი, ერთი განცხადება როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და როცა საშინელება ტრიალებდა“?– ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სამეგრელოში ყველამ იცის, რომ პეტრე ახალაიებს ემსახურება. ,,სამეგრელოში ყველამ იცის, რომ ახალაიებს ემსახურება. ამდენი ხანია […]