„გაუგია ვინმეს მისი პროტესტი, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ?“ – ოთხმეზური პეტრე ცაავაზე

2,106 წაკითხვა

„პეტრე არის ნაციონალი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, სააკაშვილის სურათი ეკიდა, სააკაშვილის და განსაკუთრებით ახალაიების მეხოტბე იყო მთელი თავისი ცხოვრება. გაუგია ვინმეს მისი პროტესტი, ერთი განცხადება როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და როცა საშინელება ტრიალებდა“?– ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სამეგრელოში ყველამ იცის, რომ პეტრე ახალაიებს ემსახურება.

,,სამეგრელოში ყველამ იცის, რომ ახალაიებს ემსახურება. ამდენი ხანია იქ არის, გადასარევად გრძნობს თავს, მათი ხელშეწყობით ყველაფერს განაგებს და ახლა მოთხოვეს ახალაიებმა, მისმა ,,კეთილისმყოფელებმა“ სანაცვლო სამსახური. ოღონდ აირიოს, დაიქცეს ეს ქვეყანა, ოღონდ ნაციონალური მოძრაობა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველაფერს კადრულობენ.
თუ გახსოვთ ბასიანის ამბები, ორ ხმაში მოთქვამდა გვარამია და კვესიტაძე, რომ როგორ მოღალატეები აღმოჩნდნენ ვინც ხელმძღვანელობდა იმ აქციებს და რას ქვია შეწყვიტეს და ბოლომდე არ მიიყვანეს საქმეო. იგივე განმეორდა, როცა სახელმწიფო გადატრიალება უნდოდათ და პარლამენტში შევარდნა. ახლა საეკლესიო გზით სცადეს, არ აყვა არავინ საბედნიეროდ პეტრეს. პეტრე არის ნაციონალი. გვახსოვს ყველას ძალიან კარგად, სააკაშვილის სურათი ეკიდა, სააკაშვილის და განსაკუთრებით ახალაიების მეხოტბე იყო მთელი თავისი ცხოვრება. პეტრეს ერთი განცხადება გაიხსენოს ვინმემ, როცა ადამიანებს ქუჩაში ხოცავდნენ და როცა საშინელება ტრიალებდა, მისი პროტესტი თუ გაუგია ვინმეს? – განაცხადა გიორგი ოთხმეზური.

Next Post

„სადაც ჩვენი მოძღვარი იცხოვრებს, ჩვენც იქ ვიქნებით“ - მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია მონაზვნებმაც დატოვეს

ორშ ნოე 4 , 2019
2,106 წაკითხვა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა და თბილისში გამოემგზავრა. ყოფილ მიტროპოლიტთან ერთად რეზიდენცია იმ ოთხმა მონაზონმაც დატოვა, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მსახურობდნენ.  “სადაც ჩვენი მოძღვარი იცხოვრებს, ჩვენც იქ ვიქნებით,”- ასე უპასუხა იღუმენია თამარ გამყრელიძემ “კურიერს” კითხვაზე, სად გააგრძელებენ ისინი ღვთისმსახურებას.  “სამწუხაროა ყველასთვის, რომ მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს, ძალიან მტკივნეულია ეს ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტიპიკონი ჩვენი წესები […]

შესაძლოა მოგეწონოთ