„სადაც ჩვენი მოძღვარი იცხოვრებს, ჩვენც იქ ვიქნებით“ – მეუფე პეტრესთან ერთად რეზიდენცია მონაზვნებმაც დატოვეს

2,033 წაკითხვა

ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ ეპარქია დატოვა და თბილისში გამოემგზავრა. ყოფილ მიტროპოლიტთან ერთად რეზიდენცია იმ ოთხმა მონაზონმაც დატოვა, რომლებიც აქ წლების განმავლობაში მსახურობდნენ. 

“სადაც ჩვენი მოძღვარი იცხოვრებს, ჩვენც იქ ვიქნებით,”- ასე უპასუხა იღუმენია თამარ გამყრელიძემ “კურიერს” კითხვაზე, სად გააგრძელებენ ისინი ღვთისმსახურებას. 

“სამწუხაროა ყველასთვის, რომ მეუფე პეტრე ჭყონდიდის ეპარქიას ტოვებს, ძალიან მტკივნეულია ეს ყველა ჩვენგანისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი ტიპიკონი ჩვენი წესები მონასტრის და გავაგრძელებთ ჩვეულებრივ ცხოვრებას,”- განუცხადა “კურიერს” მონაზონმა სოსანა ბოლქვაძემ.

მორჩილი ნინოს თქმით, ისინი არ დაესწრებიან ღვთისმსახურებას და ამ ფორმით გააპროტესტებენ მეუფე პეტრე ცაავასთვის მღვდელმთავრის სტატუსის ჩამორთმევას.

რეზიდენციის დატოვებამდე მეუფე პეტრე ცაავამ მედიასთან განაცხადა, რომ ის არ ნანობს არაფერს, რაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ზე თქვა. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი ელოდება, რომ შესაძლოა უსამართლობის მსხვერპლი კიდევ ერთხელ გახდეს და ამჯერად არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ის ეკლესიიდან მოკვეთონ კიდეც. ეპარქიის დატოვების დროს, ბოლო განცხადებაში მან საქართველოს პრეზიდენტიც გააკრიტიკა და ფარისევლობაში დაადანაშაულა.

rustavi2

Next Post

პეტრე ცაავამ პრეზიდენტი ფარისევლობაში დაადანაშაულა - „გამოდის, ეს არის დადგმული სცენარი“

ორშ ნოე 4 , 2019
2,033 წაკითხვაჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ საქართველოს პრეზიდენტიც გააკრიტიკა