„ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს“

1,854 წაკითხვა

„რუსთავი2“-ის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ საქმეში ქრთამია აღებული საქართველოდან გაგზავნილ ლადო ჭანტურიას მეშვეობით.

„თავიდანვე აღცნიშნავ, რომ „რუსთავი-2“ კი არა სი- ენ- ენ-ი და ბი-ბის-იც რომ ჩაიგდოს ხელში ბიძინა ივანიშვილა მას მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხის გულიდან იგი საბოლოოდ ამოღებულია.

რაც შეეხება ევროპის სასამართლოს, იქ დღეს გადამწყვეტი როლი ითამაშა ცნობილმა შეკვეთებზე მომუშავე მოსამართლე ლადო ჭანტურიამ, რომელიც იქ შეუშვა ივანიშვილმა, ფაქტობრივად ფულის ჩამომტარებლად.

ქრთამი ჯოჯოხეთს კი არა მარტო, როგორც სჩანს ევროპის სასამართლოსაც ანათებს. რა თქმა უნდა აქ გადამწყვეტ როლს ითამაშებდნენ ასევე ევროპის პროპუტუნისტური ქვეყნებიდან წარდგენილი მოსამართლეებიც” – ამბობს შალვა ნათელაშვილი

Next Post

ჟონგლიორობა ლოზუნგებით - მოსკოვმა მიზანს მიაღწია, ჩვენ?

ორშ ივლ 22 , 2019
1,854 წაკითხვარუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადების პირველმა ნაწილმა, რომელიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ეხებოდა — შვება მოჰგვარა საზოგადოებას,  განსაკუთრებით ბიზნესს. მეორე ნაწილმა — საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებით, გულისწყრომა და გაღიზიანება გამოიწვია ქართველ მეცნიერებაში და არა მარტო. პრესაში გაჩნდა ვრცელი სტატიები სათაურებით: „საქართველოს ისტორიის გაყალბება დანაშაულია“, „ამაოდ ეძებენ რუსები საფუძველს, ვითომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველო არ არის“ და სხვა. ქართველი მეცნიერები, ინტელიგენციის […]