
ჟურნალისტი ზაურ ნაჭყებია სოციალურ ქსელში წერს:
ფუუჰ, თქვენ, მართლაც ფარჩაკებო, თქვენა!
არ მინდოდა დიდმარხვის დღეებში ასეთი ლექსიკა გამომეყენებინა, მაგრამ, ვერ გავატარებ…
ახლახან, სოციალურ ქსელში წავიკითხე და რომ გითხრათ, შოკში ვარ -მეთქი, მოგატყუებთ, რადგან, ისეთ ეპოქაში და ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, არაფერი გამაკვირვებს!
თუმცა, ვერ გავატარებ, რადგან, ყველაფრის გატარება უნამუსობასთან თანაზიარებას ნიშნავს, რაც ჩემს ხასიათში არ არის!
ქალბატონი ბელა ჩეკურიშვილი,(რამდენადაც ვიცი, მწერალია) ბატონ რაულ ჩილაჩავას იმის გამო ამუნათებს, რომ უკრაინიდან იძულებით გადმოხვეწილი ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე,საქართველოს ყოფილ კულტურის მინისტრთან, მწერალ გურამ ოდიშარიასთან ერთად კულტურის სამინისტროში აუდიენციაზე მისულა და თეა წულუკიანთან სურათი გადაუღია-არა აქვს მნიშვნელობა, ვისი ინიციატივით შედგა აუდიენცია და რა საკითხზე!
ასე როგორ უნდა დაეცე (ამ შემთხვევაში, სტატუსის პათოსს და კომენტარებს ვგულისხმობ), გულგატეხილ და იძულებით გადმოხვეწილ თანამემამულეს, თუნდაც თეა წულუკიანი გეზიზღებოდეს(არადა, ზიზღი ეშმაკთან წილნაყარი ადამიანების თვისებაა) კულტურის სამინისტროში მისვლა აუკრძალო და ეს მთელ საქართველოს გააგებინო?!
უკაცრავად და … მიმიფურთხებია ძალადინტელიგენტებისთვის, რომლებიც ანტიქართულ სექტებს მიტმასნილნი, სულ იმაზე არიან დაგეშილნი, როგორმე მორიგი „მსხვერპლი“ ამოიღონ მიზანში!
ფუუჰ,თქვენ, მართლაც ფარჩაკებო, თქვენა!
პ.ს.ისე ბატონ რაულს და გურამსაც უნდა ვუსაყვედურო: როგორ “გაბედეს” ბელა ჩეკურიშვილთან შეუთანხებლად კულტურის სამინისტროში მისვლა?!