შალვა ნათელაშვილის პოსტი ფეისბუქში:
კიდევ ერთხელ ჩემი თხოვნაა განსაკუთრებით ოპოზიციური მედიის მიმართ, რომ ღარიბაშვილით აღშფოთებას თუ სალომე ზურაბიშვილით აღფრთოვანებას თავი დაანებეთ და ნუ შეგყავთ ხალხი კიდევ ერთხელ შეცდომაში. ივანიშვილია მათ უკან მიმალული და აღმართული სატევარით საქართველოზე. უბრალოდ მან დაავალა ღარიბაშვილს პუტინის გულის მოფხანა, ხოლო ზურაბიშვილს დასავლეთის დათრობა ატლანტიკური ეიფორიით მიზანი?——ძველებურად სრულად შეინარჩუნოს პოლიტიკური დიქტატურა და საკუთარი მილიარდები სიტუაციის ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში.მოიგებს პუტინი ეტყვის აგერ თქვენთან ვიყავი არა თუ სანქციებს არ შევუერთდი არამედ გავხსენი კონტრაბანდული არხი თქვენი ომის წარმატებისათვის,მოიგებს დასავლეთი ეტყვის—აგერ ჩემგან დანიშნულ–კონტროლირებადი პრეზიდენტის პირით თქვენს მხარდასაჭერ განცხადებებს ვაკეთებდი მეტი რა შემეძლოო. თუ დამთავრდა ომი 50–50 ზე აქაც მზადა აქვს რეცეპტი–დასავლეთს ეტყვის აგერ ჩემს რეჟიმს თუ არ შემანარჩუნებინებთ პრორუსული ძალები მოვლენ და საქართველოს საერთოდ დაკარგავთო. ამ დროს ყველა ეს მოსკოვური ჯგუფი თუ პარტია რა თქმა უნდა მისი შექმნილ–დაფინანსებულია. კრემლს კვლავ დაარწმუნებს,რომ მის გარეშე ხელისუფლებაში კვლავ დაბრუნდებიან სააკაშვილი და ნაცები.ამასობაში საქართველო შაგრენის ტყვავით გააგრძელებს განლევის უკანასკნელ ეტაპსაც ისე,რომ ამ ქვეყანაში არა თუ ივანიშვილის დანაშაულებრივ ჯგუფზე პასუხის მომთხოვნი ძალები არამედ ხალხიც აღარ დარჩება გარდა ქოცბანდების თუ ღრმად გადაადგილება შეზღუდული მოხუც–ინვალიდებისა. ომიც დამთავრდება,პუტინიც წავა,ცხოვრებაც გაგრძელდება,მაგრამ საქართველო როგორც სახელმწიფო შეეწირება ივანიშვილის მაფიოზურ ოჯახს. ეს საფრთხე ყველა მოქალაქემ ჩვენი ქვეყნისა უნდა გააცნობიეროს და ამაშია სწორედ საშველი.