„ამას მარტო ბუღალტერი ვერ გააკეთებდა“ – გორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის საქმეზე

398 წაკითხვა

გორის ბიუჯეტიდან მოპარული ფულის საქმეზე მოდულის შენობაში ამ დრომდე იკითხება ბუღალტერი, ლეილა წკრიალაშვილი. აუდიტმა გორის მერიაში საეჭვო ტრანზაქციები აღმოაჩინა.

„მთავარ არხთან“ გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა თქვა, რომ ბუღალტერი მარტო არ მოქმედებდა. მისი თქმით, ხელმძღვანელობის ერთ-ერთი მექანიზმი თანამშრომლების 2 თვით, უხელფასო შვებულებაში გაშვება იყო.

„ფაქტი ის არის, რომ ჩვენ 2 თვე წელიწადში გვიშვებდნენ უხელფასო შვებულებაში. გვქონდა ჩვენ ეჭვი, რომ რამდენიმე თანამშრომელს, ალბათ ვინც თვითონ მიაჩნდათ მისაღებად, იმას უხდიდნენ, დანარჩენებს არა. რა თქმა უნდა, შერჩევით იყო. ამას მარტო ბუღალტერი ვერ გააკეთებდა“, – ამბობს ნინო გიგაური.

Next Post

„დატყვევებული ვყავარ პუტინს აქ. ახლა ყველა დაფიქრდით...“ - მიხეილ სააკაშვილი

სამ აპრ 12 , 2022
398 წაკითხვასაქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მოთხოვნა, უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნის შესახებ, რუსეთის პირდაპირი შეკვეთაა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მშრალი ფაქტი -„ოცნება” ითხოვს უკრაინაში თანამდებობაზე მყოფი ყველა ქართველის დათხოვნას. ამ ქართველებს შორის არიან დავით არახამია – ქვეყნის მთავარი მომლაპარაკებელი, გენერალი ლორთქიფანიძე – კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე, რომლის მთავარი ფუნქციაც რუსი ჯაშუშების დაჭერაა (მაგალითად, გუშინ მან დააკავა პრეზიდენტის […]