„ევროპისთვის გონივრული ჩანაცვლება უბრალოდ არ არსებობს“ – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ ევროპას არ აქვს ალტერნატივა, გარდა რუსული ენერგიის გამოყენებისა და უკიდურესად მტკივნეული ეკონომიკური შედეგები დადგება, თუ ევროპა შეეცდება ნავთობისა და გაზის მიწოდება ჩაანაცვლოს.

„ევროპისთვის გონივრული ჩანაცვლება უბრალოდ არ არსებობს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

„გლობალურ ბაზარზე უბრალოდ არ არის სათადარიგო მოცულობები და მიწოდება სხვა ქვეყნებიდან, პირველ რიგში. აშშ-დან, შესაძლოა, გაზისა და ნავთობის შეძენა მომხმარებელს ბევრჯერ ძვირი დაუჯდეს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

თუმცა, პუტინმა ასევე აღიარა, რომ იყო „პრობლემები რუსული საექსპორტო ენერგომომარაგების გადახდასთან დაკავშირებით“, რადგან „არამეგობრული ქვეყნების“ ბანკები „აყოვნებდნენ თანხების გადაცემას“.

„როგორც არაერთხელ ვთქვით, აქ ყველაზე აქტუალური პრობლემა საექსპორტო ლოგისტიკის შეფერხებაა“, – განაცხადა მან.

  • -

    შვეიცარია მზადაა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ორგანიზებისთვის

    შვეიცარიამ გამოაცხადა მზადყოფნა, ორგანიზება გაუწიოს შეხვედრას აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის, თუ ისინი ამას მოითხოვენ, – უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს…

    ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

    უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 9…

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *