„ქოცებო, თქვე სამშობლოს მოღალატე მონებო“ – გიორგი ბრამიძე

539 წაკითხვა

გიორგი ბარამიძის პოსტი ფეისბუქში:

ამასწინ, კიევში ქართული ლეგიონის, იმ ბაზაზე, სადაც ახლა მე ვარ, დომბასისკენ მიმავალი ჩვენი ბიჭების შეიარაღებასა და აღჭურვილობას ვნახულობდი და ხელში ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნი ავიღე და სამახსოვროდ ფოტოც გადავიღე.
მერე ეს ფოტო, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ინსტაგრამის ჩემს გვერდზე დავდე.
თურმე, ამაზე ზელენსკის მაგინებელ, და უკრაინის დამარცხების მსურველ ქოცებს, ერთი ამბავი აუტეხიათ “ბარამიძე უკრაინაში მარტო ფოტოების გადასაღებად არისო”
ქოცებო, თქვე სამშობლოს მოღალატე მონებო, მე უკრაინაში 21 თებერვლიდან ვარ, როგორც ერთი ქართველი, ვინც ქართულ პოლიტიკაშია, მიშას მეგობარი და ენმ წევრი.
არავის არც “რემბოობაში” და რუსების არმიის დამმარცხებელ “ბოევიკიბაში” არ ვედრები!
თქვენც აწიეთ უკანალი, ჩამოდით უკრაინაში, სადაც გინდათ, გააკეთეთ ნებისმიერი კეთილი საქმე, თუნდაც მორალურად გაამხნევეთ აქაურები და გადაიღეთ ფოტოები იარაღით თუ უიარაღოთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ, ისე გამოხატეთ სოლიდარობა და თანადგომა ჩვენი მებრძოლი ბიჭებისადმი და ჩვენს მტერთან გმირულად მებრძოლი უკრაინელი ხალხისადმი!
დიდება საქართველოს!

Next Post

„ღმერთმა ნუ ქნას, თუ გამოგვიჭირეს რუსეთისთვის იარაღის კონტრაბანდაში, ზარალი იქნება ასჯერ მეტი, ვიდრე სარგებელი“ - სოსო ცინცაძე

კვი აპრ 17 , 2022
539 წაკითხვარამდენად რეალურია ბრალდება, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთები გაედინება, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია: „არ ვიცი, დამაჯერებლად ვერაფერს ვიტყვი. არაფერს გამოვრიცხავ. ისიც ითქვა, რომ ეს განცხადება უკრაინამ პრევენციის მიზნით გააკეთა, რადგან უკრაინელებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით […]