„ღმერთმა ნუ ქნას, თუ გამოგვიჭირეს რუსეთისთვის იარაღის კონტრაბანდაში, ზარალი იქნება ასჯერ მეტი, ვიდრე სარგებელი“ – სოსო ცინცაძე

788 წაკითხვა

რამდენად რეალურია ბრალდება, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გავლით, რუსეთში სამხედრო ტვირთები გაედინება, პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ალიასთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ეს საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა და ერთი კონკრეტული პასუხის გაცემა რთულია:

„არ ვიცი, დამაჯერებლად ვერაფერს ვიტყვი. არაფერს გამოვრიცხავ. ისიც ითქვა, რომ ეს განცხადება უკრაინამ პრევენციის მიზნით გააკეთა, რადგან უკრაინელებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს გავლით უნდა გაეტანათ სამხედრო ტვირთები და ხმაური ატეხა, რომ ეს არ მომხდარიყო. ძალიან დიდი რისკია. მე არ მგონია, ჩვენს ხელისუფლებაში ვინმე ისეთი თავგაცხელებული იყოს, ვინც ამაზე წავა. ღმერთმა ნუ ქნას, თუ გამოგვიჭირეს რუსეთისთვის იარაღის კონტრაბანდაში, ზარალი იქნება ასჯერ მეტი, ვიდრე სარგებელი. ამერიკელებთან, ბრიტანელებთან ასეთ თამაშში წინასწარ წაგებული ხარ, რადგან დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გამოგიჭერენ, თუ ეს სისულელე და ქვეყნის სამტრო საქმე გააკეთე, მაგათ დაზვერვას ვერაფერს გამოაპარებ. კოსმოსიდან მანქანის ნომერს იღებენ, ადამიანის სახეს აფიქსირებენ და მერე იმ ადამიანის იდენტიფიკაციას ახდენენ სპეცპროგრამებით. რამდენი ტერორისტი ჰყავთ დაჭერილი თუ განადგურებული ამერიკელებს ამ გზით? უამრავი და მარტო კონკრეტული ტერორისტები არა, ტერორისტთა ბაზები აქვთ განადგურებული. ბრიტანეთსაც ძლიერი დაზვერვა ჰყავს, ამერიკას თუ რაიმე თანამედროვე სადაზვერვო ტექნოლოგია აქვს, ბრიტანეთს ყველაფერი გადასცა“ – აცხადებს სოსო ცინცაძე.

წყარო: „ალია“

Next Post

„სოხუმი ეცემოდა, ფოიეში შემოვიდა ბარამიძე ბიჭებთან ერთად, არკვევდნენ, ვის დარჩებოდა სოხუმელი ბანკირი ქალის უძვირფასესი ბეჭედი“ - თამარ მოლაშვილი

ორშ აპრ 18 , 2022
788 წაკითხვაჟურნალისტი თამარ მოლაშვილი სოციალურ ქსელში წერს: აფხაზეთის ომში გახურებულ ბრძოლაში არ მინახავს. უკრაინაშიც ნებივრობს. არ დამავიწყდება სოხუმი ეცემოდა. მთავრობის სახლის ფოიეში შემოვიდა ბარამიძე ბიჭებთან ერთად. ერთმანეთში არკვევდნენ, ვის დარჩებოდა სოხუმელი ბანკირი ქალის უძვირფასესი ბეჭედი. ქალი ბეჭდის სანაცვლოდ მოსკოვში გაფრენის ნებართვას ითხოვდა… ეს არის გიორგი ბარამიძე. გია, ერთი ფოტო წინა ხაზზე, თუ არა, ფრონტის მიდამოებში გადაგვიღე და გამოგვიგზავნე… სამახსოვროდ დაგვრჩება.