თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე 21 წლის ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

495 წაკითხვა

თავდაცვის სამინისტრო სენაკის ბაზაზე ჯარისკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, პირველი კლასის რიგითმა ჯონი ჯაბას ძე ახალაიამ თავისივე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჩაიდინა თვითმკვლელობა, რომელიც ასევე დააფიქსირა შემთხვევის ადგილზე არსებულმა ვიდეოსამეთვაყურეო კამერამ. ასევე კამერის ჩანაწერებით დგინდება, რომ ტრაგიკული ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ აღნიშნული პიროვნება. ფაქტზე დაუყონებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ 115-ე მუხლით.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ინციდენტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Next Post

„მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა, დაშლილი რუსეთი კატასტროფა იქნება“ - პაატა ზაქარეიშვილი

ორშ აპრ 18 , 2022
495 წაკითხვა„ყველაფერი დაიწყება მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა, ამიტომ წაუყენებენ პირობებს: რუსეთმა უნდა შეასრულოს უკრაინის მოთხოვნები და ხელისუფლებიდან წავიდეს პუტინი. დაშლილი რუსეთი კატასტროფა იქნება, უპირველესად, საქართველოსათვის. მთავარი ნაწილი იქნება ჩრდილოეთ კავკასია, სადაც მუდმივად ფეთქებადი სიტუაციაა. ახლა, შეიძლება ითქვას, რუსეთი ფულით აცემენტებს ჩრდილოეთ კავკასიას, ტონობით ფულს ყრის, რომ იქ სიმშვიდე იყოს, რუსეთის […]