„მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა, დაშლილი რუსეთი კატასტროფა იქნება“ – პაატა ზაქარეიშვილი

519 წაკითხვა

„ყველაფერი დაიწყება მას შემდეგ, რაც რუსეთი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს, მაგრამ მსოფლიოს არ აწყობს რუსეთის დაშლა, ამიტომ წაუყენებენ პირობებს: რუსეთმა უნდა შეასრულოს უკრაინის მოთხოვნები და ხელისუფლებიდან წავიდეს პუტინი. დაშლილი რუსეთი კატასტროფა იქნება, უპირველესად, საქართველოსათვის. მთავარი ნაწილი იქნება ჩრდილოეთ კავკასია, სადაც მუდმივად ფეთქებადი სიტუაციაა. ახლა, შეიძლება ითქვას, რუსეთი ფულით აცემენტებს ჩრდილოეთ კავკასიას, ტონობით ფულს ყრის, რომ იქ სიმშვიდე იყოს, რუსეთის დაშლის შემდეგ კი დაიწყება ერთმანეთს შორის შუღლი, ტერიტორიებისთვის ბრძოლა, სერიოზული დაპირისპირება სხვადასხვა ხალხსა და რეგიონს შორის და ეს გავლენას მოახდენს საქართველოზეც. ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობა, ძირითადად, მუსლიმია და მათი კულტურული სამშობლო სამხრეთითაა, ანუ თურქულ, ირანულ, არაბულ სამყაროში, ამიტომ ისინი დაიწყებენ ძაფების გაბმას შესაძლო მოკავშირეებთან, საქართველოს კი მოუწევს ამ გამოწვევებთან გამკლავება“, – აცხადებს კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში

Next Post

„მართლაც, სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეიძლება გათხაროს“ - სოსო მანჯავიძე

სამ აპრ 19 , 2022
519 წაკითხვასოსო მანჯავიძის პოსტი ფეისბუქში: მოკლედ, რასაც ვაკვირდები, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი ეთნოსების ჩამოყალიბება მიმდინარეობს. პირველ ახალ ეთნოსს შეიძლება დავარქვათ უკრ-იბერები, ან კიდევ -უკრო-კოლხები, თუმცა სხვა ვარიანტებიც შეიძლება განვიხილოთ. ამ ახალმა ეთნოსმა უკვე შექმნა თავისი ჰიბრიდული დროშა, ჰიმნის შერწყმა ჯერ ვერ მოხერხდა, თუმცა, მალე ეს ბედნიერი დღეც შეიძლება დაგვიდგეს. ამასობაში, ჩუმად, მაგრამ ჯიუტად მეორე ეთნოგენეზის პროცესიც მიდის-იქმნება პირველის ოპორტუნისტი იბერო-რუსების, გნებავთ […]

შესაძლოა მოგეწონოთ